თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, ერთ-ერთ კორპუსში ხანძარი გაჩნდა.
არსებული ინფორმაციით, ცეცხლი კორპუსის მე-12 სართულზე, ერთ-ერთ ბინაში გავრცელდა.
როგორც “ინტერპრესნიუსს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია და მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.