გორში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი პირი დაშავდა.
“ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, ავტომობილი ქვეითს დაეჯახა. დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი.
როგორც “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.