ეკა ბესელია - ალბათ, შემთხვევითი არ არის დავით ოქიტაშვილის მიმართვა, ამას თუ პროკურატურის მხრიდან საკითხის შესწავლა მოჰყვა, შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ, რომ შეთანხმებული სცენარია - ხელწერას უკვე ვიცნობთ

ალბათ, შემთხვევითი არ არის დავით ოქიტაშვილის მიმართვა. თუ ამას მოჰყვება პროკურატურის მხრიდან რაიმე ფორმით განცხადება, რომ ამ საკითხების შესწავლა იწყება, მაშინ შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ, რომ ეს არის წინასწარი შეთანხმებული სცენარი , - ამის შესახებ „მართლმსაჯულების სახლის“ დამფუძნებელმა ეკა ბესელიამ “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” “კულტურის პალატის“ ხელმძღვანელის დავით ოქიტაშვილის „ფეისბუქ-პოსტთან“ დაკავშირებით განაცხადა, სადაც ოქიტაშვილი კულტურის ყოფილ მინისტრს, თინათინს რუხაძეს მისი პერსონის რეპუტაციის შელახვაში ადანაშაულებს და პროკურატურისა და აუდიტისგან პატრიარქ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯების გასაჯაროებას ითხოვს.

როგორც ბესელიამ აღნიშნა, საგამოძიებო უწყებას მანამდეც შეეძლო პატრიარქის დაკრძალვის ხარჯებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყება, ვინაიდან აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ეჭვები და საჯარო განცხადებები არსებობდა.

“ზოგადად, ხელწერას უკვე ვიცნობთ, როგორ ხდება განცხადებების გაკეთება, განსაკუთრებით იმ დროს, იმ ვითარებაში და ისეთი ადამიანების მხრიდან, ვისაც გარკვეული ახლო კავშირები აქვს მმართველ გუნდთან.

სხვათა შორის, როდესაც რამდენიმე დღის წინ გაჩნდა ინფორმაცია პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივად გამოყენების თაობაზე, სულ ველოდებოდი, რომ ამას რაღაც გაგრძელება მოჰყვებოდა იმიტომ, რომ ეს არ არის რიგითი, ჩვეულებრივი თემა, რომელზეც შეიძლება უბრალოდ ინფორმაცია გაჟღერებულიყო და ამით დასრულებულიყო.

ალბათ, შემთხვევითი არ არის ეს მიმართვა. თუ ამას მოჰყვება პროკურატურის მხრიდან რაიმე ფორმით განცხადება, რომ საკითხების შესწავლა იწყება, მაშინ შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ, რომ ეს არის წინასწარი შეთანხმებული სცენარი. თუმცა, ესეც რომ არ ყოფილიყო, ის დღეები, როდესაც მთელი საქართველო პატრიარქს გლოვობდა, თუ ვინმე არამიზნობრივად იყენებდა სახსრებს, რომელიც გამოყოფილი იყო და თუ ვინმემ ასეთი რამ იკადრა, რომ საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენა ის რესურსი, რაც იყო გამოყოფილი, ამაზე უფრო უარესი რა შეიძლება ადამიანმა ჩაიდინოს.

თუ ეს ყველაფერი დადასტურდება, ალბათ ყველაზე მძიმე ისტორია და ამბავი ეგ იქნება. დაველოდოთ და ვნახოთ, ამას რა გაგრძელება მოჰყვება. ნებისმიერ შემთხვევაში, რადგან ეს ინფორმაცია გაჩნდა და კითხვები გაჩნდა, ასე ვერ დასრულდება, ამ საკითხს მაინც დასჭირდება გარკვევა.

შეიძლება ეს არ არის შემთხვევითი, რომ ახლა გაკეთდა ეს მიმართვა დათო ოქიტაშვილის მხრიდან, თუმცა, ამის გარეშეც შეიძლებოდა გამოძიების დაწყება. ჩვენ ხომ ვიცით, საჯაროდ გაჟღერებული ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, გამოძიების დაწყების საფუძველია. ამიტომ, ოქიტაშვილის მიმართვის გარეშეც, მანამდე საჯაროდ გაჟღერდა, რომ ეჭვი არსებობს ფინანსური რესურსების არამიზნობრივად გამოყენების თაობაზე და გამოძიება მაინც შეიძლებოდა, რომ დაწყებულიყო”, - განაცხადა ბესელიამ.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში