ტრამპმა უნდა გაიგოს, რომ რუსეთს უნდა, რომ ის სუსტი იყოს, ახლა პუტინი იცინის - დეზელზე შეთანხმება მისთვის მარტივი გამარჯვებაა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიტანელ ჟურნალისტ, პირს მორგანთან ინტერვიუში განაცხადა.
“ყოველთვის მადლობელი ვიყავით მისი [ტრამპის] მხარდაჭერისთვის, ამერიკელი ხალხის მხარდაჭერისთვის. და მან [ტრამპმა] უნდა გაიგოს, რომ რუსეთს უნდა, რომ ის სუსტი იყოს.
ეს ქმედება [უკრაინის ენერგეტიკის დაბომბვა], ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტაზე მისი სიტყვების შემდეგ, ეს ქმედება პირადად მის წინააღმდეგაა…
მათ [რუსებს] არ ადარდებთ ამერიკა რას ფიქრობს. მათ არ ადარდებთ არჩევნები აშშ-ში. მათ ნამდვილად აღელვებთ რა იქნება უკრაინის მხრივ, ვინაიდან, კიდევ ერთხელ, ეს მათი მიზანია. მათ ეზიზღებათ ამერიკელები”, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსული დიზელის საწვავის ამერიკულ და მსოფლიო ბაზრებზე გატანაზე რუსეთისა და აშშ-ის შეთანხმება ტაქტიკული გამარჯვება გახდა პუტინისთვის.
“ახლა პუტინი იცინის. ვინაიდან მისთვის ეს მარტივი გამარჯვებაა - ეს დიზელზე შეთანხმება. იგივე Starlink-ის დაბლოკვაზე. ეს მარტივი გამარჯვებაა, ტაქტიკური. Starlink-ს მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად იყენებენ, მაგრამ ასევე სამხედროები - ბრძოლის ველზე. რატომ იცინის პუტინი? ვინაიდან ეს მარტივი გამარჯვებაა მისთვის - ის ბრძოლის ველზე აგებს. ამდენი ადამიანი დაკარგა 2026 წელს - უზარმაზარი რაოდენობა, ყველაზე დიდი ამ ომის განმავლობაში”, - განაცხადა ზელენსკიმ.