ჰორმუზის სრუტესთან ორი გემი ჩაიძირა მას შემდეგ, რაც მათ ჭურვები მოხვდა

ჰორმუზის სრუტის სიახლოვეს კონტეინერმზიდი და მშრალი ტვირთის გადამზიდავი გემი ჩაიძირა; ორივე მათგანი ჭურვების მოხვედრის შედეგად დაზიანდა - ინფორმაციას Reuters-ი საზღვაო სამსახურის ოფიციალურ პირებზე დაყრდობით ავრცელებს.

წყაროების ცნობით, სრუტეში ნაოსნობისას ჩაიძირა სინგაპურის დროშის ქვეშ მცურავი მცირე ზომის საკონტეინერო გემი GFS Pride-ი. „გემი GFS PRIDE დაზიანდა, ბორტზე ხანძარი გაჩნდა, რის შემდეგაც ის ჩაიძირა. ეკიპაჟის ყველა, 21-ივე წევრი უსაფრთხოდ იქნა ევაკუირებული. დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება“, - ნათქვამია სინგაპურის საზღვაო და პორტის ადმინისტრაციის (MPA განცხადებაში.

გარდა ამისა, გაეროს საზღვაო სააგენტოს - საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) მონაცემებით, სრუტის სიახლოვეს ჩაიძირა ანტიგუა და ბარბუდას დროშის ქვეშ მცურავი გემი Cape Dao. ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც 23 სექტემბერს გემს ჭურვი მოხვდა. საზღვაო სფეროს წყაროების ცნობით, თავდასხმის შედეგად ეკიპაჟის ერთი წევრი დაიღუპა, დანარჩენების ევაკუაცია კი შემთხვევისთანავე განხორციელდა.

ბოლო 10 დღის განმავლობაში ჰორმუზის სრუტის მიმდებარედ თავდასხმების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა; ირანი აცხადებს, რომ დარტყმებს აძლიერებს აშშ-ის მიერ მისი პორტების ბლოკირებისა და გასულ თვეში დაწესებული უფრო მკაცრი სანქციების საპასუხოდ

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში