უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, გადადგომას არ აპირებს, რადგან ომს საკუთარ პასუხისმგებლობად მიიჩნევს.
“რა თქმა უნდა, არა. ეს ჩემი პასუხისმგებლობაა“, - განაცხადა ზელენსკიმ, როდესაც უპასუხა შეკითხვას, შესაძლოა თუ არა, რომ ის მან ნებაყოფლობით გადადგეს.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტის არჩევა მხოლოდ უკრაინის მოქალაქეებს შეუძლიათ.
“არც ტრამპს, არც მასკს და არც სხვა ვინმეს მსოფლიოში არ შეუძლია უკრაინის პრეზიდენტის არჩევა. ამის გაკეთება მხოლოდ უკრაინის მოქალაქეებს შეუძლიათ “, - აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, „ზოგიერთ გავლენიან ადამიანს სურს მისი შეცვლა, რადგან ის არასდროს აღიარებს უკრაინის მიწას რუსეთის მიწად“.
„თუ ხელისუფლებას ჩამომაშორებენ, დარწმუნებული ვარ, რომ ახალი ლიდერი - კაცი იქნება, თუ ქალი - დაიცავს ჩვენს ქვეყანას. რადგან ეს ჩვენი სახლია“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
ამასთან, მისი თქმით, უკრაინისთვის აშშ-ის უსაფრთხოების გარანტიები უნდა ითვალისწინებდეს რუსეთზე ამერიკის მხრიდან დარტყმას, რუსეთის მიერ ახალი თავდასხმის განხორციელების შემთხვევაში. „თუ პუტინი უკრაინას თავს დაესხმება, ტრამპი პუტინს დაარტყამს. თუ ეს ქაღალდზე იქნება დაფიქსირებული, ესეც იქნება უსაფრთხოების გარანტია“, - განმარტა პრეზიდენტმა.