მედია - აშშ „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემებზე სანქციების შემსუბუქებას განიხილავს

აშშ-ის ადმინისტრაცია განიხილავს სანქციების შემსუბუქების შესაძლებლობას ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის იმ გემებისთვის, რომლებსაც რუსეთიდან, ირანიდან, ვენესუელიდან და სხვა ქვეყნებიდან ნავთობი და ნავთობპროდუქტები გადააქვთ, რათა, ამ გზით, გლობალური სატვირთო გადაზიდვების ტარიფების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი შემცირდეს, - ინფორმაციას Reuters-ი ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, აშშ-ის ოფიციალური პირის განცხადებით, მოლაპარაკებები ეხება შესაძლებლობას, რომ შეერთებულმა შტატებმა ადრე სანქცირებულ გემებს „ლეგალური ნავთობის“ გადაზიდვის ნება დართოს.

ეს გულისხმობს ნავთობს ან ნავთობპროდუქტებს, რომლებზეც ვაშინგტონის მიერ დაწესებული სანქციები არ ვრცელდება, და არა რუსულ და ირანულ ნავთობს, რომელთა წინააღმდეგაც შემზღუდავი ზომებია დაწესებული.

ოფიციალური პირის განმარტებით, ამ ნაბიჯის მიზანია სპარსეთის ყურიდან მეტი ნავთობპროდუქტისა და ნედლი ნავთობის გატანის უზრუნველყოფა.

წყაროს თქმით, კომპანიებს, რომლებსაც სანქცირებული გემების გამოყენება სურთ, ამ მიზნით აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტს უნდა მიმართონ.

Reuters-ი წერს, რომ ნავთობისა და საწვავის მაღალი ფასები დონალდ ტრამპისთვის რისკს წარმოადგენს 3 ნოემბრის შუალედურ არჩევნებში, რომლის შედეგადაც, “რესპუბლიკელები” იმედოვნებენ, რომ კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლს შეინარჩუნებენ. მან რუსულ დიზელზე დაწესებული სანქციები 7 აპრილამდე შეაჩერა.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში