ლევან კოღუაშვილს „ოქროს გლობუსის“ ნოვატორის ჯილდო გადაეცემა

„ოქროს გლობუსმა“ დაასახელა ექვსი ლაურეატი, მათ შორის ქართველი რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი ლევან კოღუაშვილი, რომლებიც პატივისცემის ნიშნად, „ოქროს გლობუსის აბრეშუმის გზისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე” დაჯილდოვდებიან.

ინფორმაცია „ოქროს გლობუსის“ ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.

ლევან კოღუაშვილის გარდა, წლევანდელ ლაურეატებს შორისა არიან: გულჩეხრა ჯამილოვა, ალი ხამრაევი, თაჰმინა რაფაელა, შუგილა ეშენი და სამველ ტადევოსიანი, რომლებიც უზბეკეთს, აზერბაიჯანს, ყაზახეთსა და სომხეთს წარმოადგენენ.

ღონისძიება, რომელზეც პატივს მიაგებენ ცენტრალური აზიისა და კავკასიის კინოსა და ტელევიზიის სფეროს წარმომადგენლებს, 23–24 ოქტომბერს უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში ჩატარდება.

დაჯილდოება სამ ნომინაციაში გაიმართება: „ოქროს გლობუსის მერიდიანის ჯილდო“ (Golden Globes Meridian Award), „ოქროს გლობუსის ნოვატორის ჯილდო“ (Golden Globes Trailblazer Award) და „ოქროს გლობუსის შუქურის ჯილდო“ (Golden Globes Beacon Award).

ლევან კოღუაშვილს „ოქროს გლობუსის“ ნოვატორის ჯილდო გადაეცემა.

„ოქროს გლობუსის“ ნოვატორის ჯილდო გადაეცემა ხელოვანებს, რომელთა გამორჩეულმა შემოქმედებითმა ხედვამ და ნამუშევართა ერთობლიობამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა რეგიონის კინოსა და ტელევიზიის სფეროს განვითარებაში”, - აღნიშნულია „ოქროს გლობუსის“ ინფორმაციაში.

ქართველმა რეჟისორმა, სცენარისტმა და პროდიუსერმა ლევან კოღუაშვილმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ისეთი ფილმებით, როგორიცაა „მეოთხე ბრიტონი“, „ქუჩის დღეები“, „ბრმა პაემნები“ და „გოგიტას ახალი ცხოვრება“. ფილმმა „ბრაიტონ მეოთხე“ ტრაიბეკას კინოფესტივალზე საუკეთესო საერთაშორისო მხატვრული ფილმის ჯილდო მიიღო. მისი უახლესი ნამუშევარი, „გურია“, ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე (2026 წ.) წარდგა და ის საქართველოს ოფიციალური კანდიდატია „ოსკარის“ ნომინაციაზე.

„მოხარული ვართ, პატივი მივაგოთ ხელოვანთა ამ გამორჩეულ ჯგუფს, რომელთა ნამუშევრებიც ასახავს ცენტრალური აზიისა და კავკასიის კულტურის სიღრმეს, შემოქმედებითობასა და თხრობის თავისებურ ტრადიციებს. კინოს, ტელევიზიისა და ხელოვნების სფეროებში შეტანილი ინდივიდუალური წვლილით თითოეულმა მათგანმა ხელი შეუწყო რეგიონის ისტორიებისა და შემოქმედებითი ხმების გაცნობას როგორც ადგილობრივი, ისე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის აუდიტორიისთვის. მოუთმენლად ველით ტაშკენტში მათი მიღწევების აღნიშვნას”, - განაცხადა „ოქროს გლობუსის“ პრეზიდენტმა ჰელენ ჰენემ.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში