სექტემბრის 10 ყველაზე გაყიდვადი საბავშვო წიგნი „ბიბლუსში“

საბავშვო ლიტერატურა სავსეა დაუვიწყარი თავგადასავლებით, სახალისო ამბებით, მოულოდნელი აღმოჩენებითა და პერსონაჟებით, რომლებიც ბავშვებისთვის საინტერესო გამოცდილებად იქცევა და ბევრ რამეს ასწავლის. თითოეული წიგნი შესაძლებლობაა, პატარებმა უკეთ გაიცნონ საკუთარი თავი, აღმოაჩინონ მათთვის საინტერესო თემები და კითხვისგან მიღებული სიამოვნება ყოველდღიურობის ნაწილად აქციონ.

თუ ახალი წიგნის შერჩევას აპირებთ, „ბიბლუსის“ სექტემბრის ბესტსელერების ეს სია თქვენთვის კარგი გზამკვლევი იქნება. აღმოაჩენთ რას კითხულობენ დღეს ბავშვები, რომელი პერსონაჟები იპყრობენ მათ ყურადღებას და რომელი ამბები იმსახურებს მათი წიგნების თაროზე მოხვედრას. შესაძლოა, სექტემბრის ბესტსელერებს შორის თქვენი პატარა მკითხველის ახალი საყვარელი წიგნიც აღმოჩნდეს.

ათეული კი ასე გამოიყურება:

„პატარა პრინცი“, ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი

ეს გახლავთ დაუვიწყარი ამბავი პატარა მოგზაურზე, რომელიც სხვადასხვა პლანეტაზე მოგზაურობისას ადამიანებს, მეგობრობასა და სიყვარულს აღმოაჩენს. „პატარა პრინცი“ პოეტური და ფილოსოფიური ზღაპარია მეგობრობაზე, პასუხისმგებლობასა და იმ სიწმინდეზე, რითაც ბავშვი სამყაროს უყურებს. პატარა პრინცი სხვადასხვა პლანეტებს სტუმრობს და იქ მარტოსულ, სავსებით სიმბოლურ პერსონაჟებს ხვდება, რომლებიც ადამიანური ბუნების მრავალ მხარეს გამოხატავენ. ბოლოს იგი გვახსენებს, რომ „მთავარი თვალით უხილავია“ - ნამდვილ ფასეულობებს მხოლოდ გული ხედავს.

გამოცემას განსაკუთრებულ ხიბლს ანუკა ბარათაშვილის ილუსტრაციები სძენს.

ხმოვანი წიგნი - ჟოზეს უყვარს სიმღერა

ჟირაფი ჟოზე ამჯერად ბავშვებს სიმღერებით ანებივრებს. იმის გარდა, რომ პატარები საყვარელ მელოდიებს მოუსმენენ, სიმღერ-სიმღერით ისწავლიან არითმეტიკას, ფერებს, ანბანს, წელიწადის დროებსა და ბუნებრივ მოვლენებს, ასევე გაარჩევენ მარჯვენასა და მარცხენას. დააჭირე ღილაკს თითი და ჟოზეს განუმეორებელი ხმითა და სიმღერით სწავლის პროცესი კიდევ უფრო სახალისო გახდება.

„ჩემი არ გესმით“, ნერმინ ბეზმენი

მოზარდობის პერიოდი ქალის ცხოვრებაში ერთ-ერთი ურთულესი ეტაპია. როგორ უნდა გაუმკლავდეს ამ ასაკის სირთულეებს მოზარდი გოგონა ან ახალგაზრდა ქალი?

არსებობს კი, ამ კითხვაზე ნათელი და იოლი პასუხი? წიგნში ,,ჩემი არ გესმით” ავტორის, დოქტორ ტარა პორტერის ფრთხილი და პროფესიონალური მიდგომა დაეხმარება მოზარდებსა და ახალგაზრდა ქალებს სიძნელეების დაძლევაში.

„ბიჭი ჩვენი კლასის ბოლო მერხზე“, ონჯალი როუფი

ალექსას კლასში, ბოლო მერხთან, დიდხანს იდგა ცარიელი სკამი. ახლა იქ ახალი მოსწავლე, აჰმეტი ზის. ის ცხრა წლისაა (როგორც დანარჩენები), მაგრამ ძალიან უცნაური ბიჭია – არავის ელაპარაკება, არც იღიმება. მალე თანაკლასელები მასზე სიმართლეს იგებენ: აჰმეტი სულაც არ არის უცნაური. ის ლტოლვილია, რომელიც ნამდვილ ომს გამოექცა. მის ქვეყანაში ცხოვრება უსაფრთხო არ იყო, სახლებს ბომბებს უშენდნენ და აჰმეტის ოჯახიც იძულებული გახდა, საცხოვრებელი ადგილი ათასობით კილომეტრის იქით, უცხო ქვეყანაში მოეძებნა. ალექსა, ჯოზი, მაიკლი და ტომი რაც უფრო მეტს იგებენ ახალი თანაკლასელის შესახებ, მით უფრო უძლიერდებათ სურვილი, მას ოჯახის პოვნაში დაეხმარონ, და მსოფლიოში უდიადესი გეგმის განხორციელებას იწყებენ… მეგობრები ხომ სწორედ იმისთვის არსებობენ, რომ ერთმანეთის დასახმარებლად ყველაფერი იღონონ.

„35 კილო იმედი“, ანა გავალდა

რა ხდება მაშინ, როცა სკოლა შენი დაუძინებელი მტერია, გარესამყარო კი მხოლოდ ნიშნებითა და ფორმულებით გაფასებს? 13 წლის გრეგუარისთვის ერთადერთი თავშესაფარი ბაბუა ლეონის სახელოსნოა - ადგილი, სადაც მისი „ოქროს ხელები“ და ფანტაზია უფრო ფასობს, ვიდრე ნებისმიერი სასკოლო ნიშანი. ეს არის გულის ამაჩუყებელი და გულწრფელი ამბავი ბიჭზე, რომელიც საკუთარ ადგილს ეძებს სამყაროში. „35 კილო იმედი“ პატარა წიგნია დიდ პრობლემებზე. ის შეგვახსენებს, რომ თითოეული ჩვენგანი ერთმანეთისგან განსხვავებულია და რომ მთავარი ძალა არა კუნთებში, არამედ იმ 35 კილო იმედშია, რომელიც ყველაზე რთულ მომენტშიც კი არ გვტოვებს. ეს არის საკითხავი ყველასთვის - მოზარდებისთვის, რომლებიც საკუთარ თავს ეძებენ, და დიდებისთვის, რომლებსაც ზოგჯერ ავიწყდებათ, რას ნიშნავს იყო ბავშვი.

„სალამურას თავგადასავალი“, არჩილ სულაკაური

ქონდარეთის ჯიუტმა და ძილისგუდა უფლისწულმა სიზმარში ნანახ ციცინათელების მწყემსთან თამაში მოინდომა. ღამის შიკრიკებმა ციცინათელების მზეთუნახავი მწყემსი მოიტაცეს და უფლისწულს მიჰგვარეს. მეგობრის გადასარჩენად სალამურამ ქვეყნიერება მოიარა და რა არ გადახდა თავს – ჯამბაზობაც ისწავლა და მუშტი-კრივიც… წაიკითხე ყველა დროის საუკეთესო ქართული ლიტერატურული ზღაპარი – არჩილ სულაკაურის „სალამურას თავგადასავალი“ – და უფრო მეტს შეიტყობ სიკეთესა და მეგობრობაზე.

„დოგმენი“, დეივ პილკი

დოგმენი კრიმინალთან მებრძოლი,სიმართლის სადარაჯოზე მდგარი ნამდვილი სუპერგმირია. მისი დაუძინებელი მტერია მახვილგონიერი კატა პიტი, რომელიც ათასნაირ ბოროტ ოინს იგონებს. ,,დოგმენი” გამორჩეული იუმორით, სასაცილო თავგადასავლებითა და მეტად სახალისო ილუსტრაციებით ეხმიანება ყველაზე მნიშვნელოვან თემებს: სიკეთეს, თანაგრძნობას, მეგობრობას, ერთგულებას… კომიქსის.თხრობის სტილი, ავტორის განსაკუთრებული იუმორი და ენამახვილობა არა მხოლოდ ბავშვებს მოხიბლავს, არამედ უფროსი მკითხველის გულებსაც ადვილად მოიგებს.

„ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა“, ჯოან როულინგი

ჰარი პოტერის ცხოვრებას ჯადოსნურს ნამდვილად ვერ უწოდებ. ბიჭი სამოწყალოდ ცხოვრობს დერსლებთან - დეიდასთან, ბიძასთან და საძაგელ დეიდაშვილთან. მისი ოთახი კიბის ქვეშ მდებარე პაწაწინა საწყობია, დაბადების დღისთვის კი განსაკუთრებულ საჩუქარს არ ელოდება. მაგრამ სწორედ მე-11 დაბადების დღეზე ჰარი ბუს ფოსტით იდუმალ წერილს იღებს: წერილს, რომელიც დაუჯერებელ ადგილას - ჰოგვორტსის მაგიისა და და ჯადოქრობის სკოლაში - სასწავლებლად იწვევს. ჰარი მოულოდნელად მაგიურ გარემოში აღმოჩნდება. ჯადოქრულ სამყაროში ყველამ იცის, რომ ჰარი რჩეულია - უდიდესი ჯადოქრის სასიკვდილო წყევლას გადარჩენილ ბიჭს დიადი საქმეები ელის წინ.

„კუპატას თავგადასავალი“, გიორგი კეკელიძე

ყველა ჩვეულებრივი ძაღლი არაჩვეულებრივია, ყველა არაჩვეულებრივი ძაღლი - ჩვეულებრივი. ეს წიგნიც ასეთ ძაღლზეა - ჩვეულებრივზე და თან არაჩვეულებრივზე. კუპატა ცხოვრობდა ბათუმში, ულამაზეს ზღვისპირა ქალაქში, სადაც მზრუნველმა ადამიანებმა მას ქუჩაში სახლი დაუდგეს. არ მოგესმა - მანამდე კუპატა მიუსაფარი იყო, ერთი იმათგანი, ძალიან ბევრს რომ ვხედავთ ჩვენ გარშემო, მაგრამ... დიდი ხნის განმავლობაში ამჩნევდნენ თანაქალაქელები ძაღლის უცნაურ ჩვევას - ის ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელებთან დგებოდა და ყეფით ანიშნებდა მძღოლებს, ბავშვები გაეტარებინათ. ასე გაიცნო მთელმა ქალაქმა და მერე უკვე მთელმა ქვეყანამაც ჭკვიანი, მამაცი და კეთილი კუპატა, რომელიც ამიერიდან ამ წიგნის ფურცლებიდან გააგრძელებს ცხოვრებას და სიკეთის თესვას თავის მეგობრებთან - ყველა მიუსაფარი ძაღლის ძიძა გულოსთან, მენაყინესთან, კნუტ კნატისთან, ავთოს ავტოსთან და სხვებთან ერთად.

ჩემი პირველი კითხვების და პასუხების წიგნი

რატომ აშენებენ ციხესიმაგრეებს ბორცვებზე? საიდან იქმნება ძაბვა?რამხელაა სპილო? ასეთ კითხვებს პატარები ხშირად სვამენ. წიგნში პასუხი ყველა კითხვაზეა გაცემული. მარტივი ამოცანები ბავშვის მიერ უკვე წაკითხულ მასალას ამოწმებს მშვენიერი ილუსტრაციები კი შემეცნების პროცესს უფრო საინტერესოსა და სახალისოს ხდის.

ამ და სხვა გამოცემების შესაძენად ეწვიეთ ბიბლუსის ფიზიკურ და ონლაინ მაღაზიას.

(R)

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში