ესტონეთის პრემიერი - საქართველოს მთავრობამ ხალხს უნდა მოუსმინოს

ესტონეთის პრემიერ-მინისტრის, კრისტენ მიხალის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ უნდა მოუსმინოს საკუთარ ხალხს, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურს.

„საქართველოს მთავრობამ უნდა მოუსმინოს ხალხს, რომელსაც ევროპისკენ წასვლა სურს”, - განუცხადა ესტონეთის პრემიერმა ევროპული საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს.

მანამდე მან უკრაინასა და მოლდოვაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროკავშირმა ამ ქვეყნებთან მოლაპარაკებებში ყველა კლასტერი უნდა გახსნას.

„უკრაინისა და მოლდოვის შემთხვევაში, სავსებით გასაგებია, რომ ექვსი კლასტერიდან ოთხი უკვე გავხსენით, თუმცა საჭიროა ყველა კლასტერის გახსნა, რათა მათზე წვდომა გვქონდეს და პროცესი გაგრძელდეს”, - აღნიშნა ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში