გიორგი კახიანი დავით ოქიტაშვილის განცხადებაზე - ვფიქრობ, ეს არის დეზინფორმაცია - ეს რომ ასე არ იყოს, ბუნებრივია, შესაბამისი ორგანოები აქამდეც კონკრეტულ რეაგირებას მოახდენდნენ

ვფიქრობ, ეს არის დეზინფორმაცია - ეს რომ ასე არ იყოს, ბუნებრივია, შესაბამისი ორგანოები აქამდეც კონკრეტულ რეაგირებას მოახდენდნენ, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი კახიანმა განაცხადა, რითაც „კულტურის პალატის“ ხელმძღვანელის, დავით ოქიტაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, როდესაც არანაირი მტკიცებულება არ არსებობს და რაღაცას საუბრობენ, უნდა ვივარაუდოთ, რომ ჭორებთან და დეზინფორმაციასთან გვაქვს საქმე.

„მე რასაც ვადევნებ თვალს, როდესაც ადამიანები პოლიტიკიდან მიდიან, მათ მიმართ უამრავი დეზინფორმაცია და ჭორები ვრცელდება ხოლმე. როდესაც არანაირი მტკიცებულება არ არსებობს და რაღაცას საუბრობენ, ბუნებრივია, უნდა ვივარაუდოთ, რომ ზუსტად ისეთივე ჭორებთან და დეზინფორმაციასთან გვაქვს საქმე. ამავდროულად, ვხედავთ, რომ სადაც იყო კორუფციული შემთხვევები, შესაბამისმა ორგანოებმა ძალიან აქტიურად იმოქმედეს. ეჭვი არ მეპარება, რომ ფაქტების არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი ორგანოები შესაბამის რეაგირებას ახდენენ. ვფიქრობ, რომ ეს არის რაღაც დეზინფორმაცია, რომელიც ვრცელდება. ეს რომ ასე არ იყოს, ბუნებრივია, შესაბამისი ორგანოები აქამდეც კონკრეტულ რეაგირებას მოახდენდნენ," - განაცხადა კახიანმა.

ცნობისთვის, „კულტურის პალატის“ ხელმძღვანელი დავით ოქიტაშვილი კულტურის ყოფილ მინისტრს, თინათინ რუხაძეს მისი საქმიანობის მიზანმიმართულ შეზღუდვაში, ასევე, მისი პერსონის რეპუტაციის შელახვაში ადანაშაულებს და სამართალდამცავ უწყებებს ყოფილი მინისტრის საქმიანობის შესწავლისკენ მოუწოდებს. კერძოდ, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვრცელ მიმართვაში ოქიტაშვილი პროკურატურისა და აუდიტისგან პატრიარქ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯების გასაჯაროებას ითხოვს. ოქიტაშვილის თქმით, თინა რუხაძე კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან ურთიერთობას უზღუდავდა, ასევე, ის ითხოვს პასუხს, თუ ვინ დაავალა, რომ შეეჩერებინა „ისტორიული პროექტი, ვარსკვლავების გახსნა წარმატებული და ღვაწლმოსილი ადამიანებისთვის“. ამასთან, განცხადებაში ოქიტაშვილი ახსენებს მამუკა მდინარაძეს და წერს, რომ თინა რუხაძის სიტყვებით მდინარაძეს „ოქიტაშვილი სძულს“ და არ უნდა გაეკარონ.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში