უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების განცხადებით, 15 ოქტომბრის ღამეს რუსეთის კუთვნილი 6 ერთეული Su-34M ტიპის ბომბდამშენი გაანადგურეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„15 ოქტომბრის ღამეს უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო-საზღვაო ძალებმა, რუსეთის ფედერაციის ვორონეჟის ოლქში მდებარე ბორისოგლებსკის სამხედრო აეროდრომზე დარტყმის განსახორციელებლად, გამოიყენეს სანაპირო სარაკეტო სისტემა „ნეპტუნი“, - ნათქვამია უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების განცხადებაში.
სამხედრო-საზღვაო ძალების ცნობით, დარტყმის შედეგად ასევე განადგურდა ავიაციის ფრენების უზრუნველსაყოფად განკუთვნილი ტექნიკური აღჭურვილობა; აეროდრომზე დაფიქსირდა ფეთქებები და ხანძარი.
„Su-34M-ებს შეუძლიათ ერთდროულად ატარონ რამდენიმე მართვადი და ფუგასური ბომბი, ასევე სხვადასხვა ტიპის რაკეტები; ისინი რუსული ავიაციის ერთ-ერთ მთავარ საშუალებას წარმოადგენენ უკრაინის თავდაცვის ძალების პოზიციებისა და ფრონტის ხაზთან მდებარე დასახლებული პუნქტების წინააღმდეგ მართვადი ბომბებით დარტყმების განსახორციელებლად“, - აცხადებენ სამხედრო-საზღვაო ძალებში