„ოპოზიციის ალიანსის“ განცხადებით, 25 ოქტომბერს საპროტესტო კამპანიას იწყებენ, რომელიც 28 ნოემბერს მასშტაბური აქციით დასრულდება

„ოპოზიციის ალიანსის“ განცხადებით, 25 ოქტომბერს თბილისში საპროტესტო კამპანიას იწყებენ, რომელიც 28 ნოემბერს მასშტაბური აქციით დასრულდება. როგორც „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, ალიანსი იქნება ყველგან, "სასამართლო დარბაზებში ბათუმში და რაც მთავარია ქუჩაში, თბილისში, გავაპროტესტებთ ყველაფერს უშიშრად, ხისტად და მთავარი მოთხოვნით - საქართველო ივანიშვილის გარეშე".

ამასთან, „ოპოზიციის ალიანსის“ ინფორმაციით, 25 ოქტომბერს, თსუ-ს პირველ კორპუსთან შეიკრიბებიან და დაიწყებენ ერთობლივ კამპანიას, რომელიც მიზნად ისახავს 28 ნოემბერს დიდი აქციის მოწყობას თბილისში.

„ოპოზიციის ალიანსი“ აკეთებს განცხადებას პარტიების გაუქმებასთან დაკავშირებით, ოღონდ ეს საკითხი არ ეხება ჩვენთვის თანამდებობის წართმევას, ჩვენ ამაზე ნებაყოფლობით ვთქვით უარი, იმიტომ, რომ ხელისუფლებამ მიიტაცა არჩევნები და მიიტაცა ქვეყანა. ჩვენ ამაში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებთ. მაგრამ ის რაც დღეს ხდება, არ არის ჩვენთვის თანამდებობების წართმევა. ეს არის ქვეყნისთვის დემოკრატიის წართმევა, ჩვენი დიდი წინაპრებისა და დიდი ქართული ისტორიისთვის, მთავარი ოცნების, ევროპის ოჯახის სრულფასოვანი წევრობის წართმევა; ეს არის ჩვენი შვილებისთვის საუკეთესო განათლების წართმევა; ეს არის ჩვენი მოხუცებისთვის საუკეთესო ჯანდაცვის წართმევა; ჩვენი პენსიონერებისთვის მაღალი პენსიის წართმევა, სამაგიეროდ თავად უმაღლესი ხელფასების დანიშვნა; ეს არის ჩვენი დიასახლისებისთვის პროდუქტებზე დაბალი ფასების წართმევა და ეს არ არის ხუმრობა; ეს არის ყველა დაცარიელებული რეგიონი და ქალაქები და ქართველებისთვის მამაპაპისეულ სახლში ცხოვრების უფლების წართმევა, მათი გაწირვა ქვეყნიდან წასასვლელად; ეს არის ემიგრანტებისთვის ხმის უფლების წართმევა; ეს არის ფერმერებისთვის ყველაზე დიდი გასაღების ბაზრის წართმევა და დატოვება მხოლოდ რუსული ბაზრის ამარა, რომელიც გუშინწინ ქართველი ფერმერებისთვის დაიხურა, იმიტომ, რომ ვიღაცამ ასე გადაწყვიტა და ვიღაცას ასე დასჭირდა; ეს არის თქვენთვის, ჟურნალისტებისთვის, თავისუფალი სიტყვის წართმევა და აკრძალულ სიტყვათა ინდექსის დაწესება; ეს არის სამოქალაქო საზოგადოების ბრწყინვალე ტვინებისა და დიდი პატრიოტებისთვის სამშობლოსთვის მსახურების უფლების წართმევა. პრაქტიკულად ყველა მათგანს აუკრძალეს პოლიტიკაში მონაწილეობა და ეს თაობები საერთოდ ამოიღეს პოლიტიკური ცხოვრებიდან. ის რაც მოხდა 2024 წლის 25 და 26 ოქტომბერს, ეს იყო არა ჩვენი თანამდებობების წართმევა, არამედ „ქართული ოცნების“ მხრიდან ქვეყნის მითვისება. იმიტომ, რომ გაგრძელდეს კორუფცია, თქვენი ძარცვა, გაგრძელდეს მათ მიერ დიდი ფულის შოვნა. ჩვენ აქედან რა მივიღეთ? - ყველაფერი უარყოფითი.

ამიტომაც ჩვენ ვიქნებით ყველგან, სასამართლო დარბაზებში ბათუმში და რაც მთავარია ქუჩაში, თბილისში, გავაპროტესტებთ ყველაფერს უშიშრად, ხისტად და მთავარი მოთხოვნით - საქართველო ივანიშვილის გარეშე, დავიბრუნოთ ევროპა, სამართლიანობა, კეთილდღეობა და ქართველს ჰქონდეს შესაძლებლობა საკუთარ სამშობლოში ბედნიერი ცხოვრების. ამიტომ ვაანონსებთ დიდი კამპანიის დაწყებას. 25 ოქტომბერს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან, 19:00 საათზე გელით ყველას. ეს არის ყველა ჩვენგანის დღე, ამას გვართმევენ ყველას, ყველას გვართმევენ სამშობლოს“,- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში