ქუთაისის მე-2 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი გარდაიცვალა

ქუთაისის მე-2 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი გარდაიცვალა. აღნიშნული ფაქტი 9 ოქტომბერს მოხდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში განუცხადეს, პატიმარი საკანში არსებული 2-სართულიანი საწოლიდან გადმოვარდა, მასთან ექიმი მყისიერად მივიდა, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

არსებული ინფორმაციით, პატიმარი 6-კაციან საკანში 5 თანამესაკნესთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც ის საწოლიდან გადმოვარდა და ძირს სახით დაეცა. სწორედ მასთან ერთად მყოფმა პატიმრებმა დაუძახეს ციხის ადმინისტრაციას დახმარების გაწევის მიზნით, თუმცა, ექიმმა პატიმრის გადარჩენა ვერ შეძლო.

ციხის ადმინისტრაციამ შესაბამის უწყებას ინფორმაცია მიაწოდა და ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში