მიხეილ სააკაშვილი - სულ მალე გამოჩნდება ჩემი AI ავატარი - სწორედ ასეთი ავატარის მეშვეობით დაამარცხა ციხიდან ბრაზილიაში ყოფილმა პრეზიდენტმა ჟოაო ბოლსონარომ, მოქმედი პრეზიდენტი ლულა

სულ მალე გამოჩნდება ჩემი AI ავატარი. სწორედ ასეთი ავატარის მეშვეობით დაამარცხა ციხიდან ბრაზილიაში ყოფილმა პრეზიდენტმა ჟოაო ბოლსონარომ, მოქმედი პრეზიდენტი ლულა, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის „ფეისბუქზე“ გავრცელებულ მის განცხადებაშია აღნიშნული.

ამასთან, როგორც ის აღნიშნავს, დასანანია, რომ მედიასაშუალებები მის გამოსვლას სასამართლოზე ეთერში არ უშვებენ.

„ქართულმა „ოპო არხებმა" არ ჩათვალეს საჭიროდ. „სასამართლოზე" ჩემი გამოსვლის ვიდეოს ჩვენება, უმნიშვნელოდ მიიჩნიეს. ქართველმა ხალხმა გადაწყვიტა სხვანაირად და მხოლოდ ჩემს გვერდზე ამ გამოსვლას მილიონზე ბევრად მეტი ნახვა აქვს. მილიონ 300 ათასი, რაც ნებისმიერი ქართული არხის, ყველა ძირითად ვიდეოს ერთად აღებულის ერთთვიან მაჩვენებელს აღემატება.

მე ამას სინანულით ვამბობ, ვინაიდან მწყინს არა ჩემი არ ჩვენება (ხალხი მაინც მნახულობს), არამედ ოპოზიციური არხების რეიტინგების ვარდნა, ჩემი არ ჩვენების გამო და მეცოცხე ინაშვილის და ასევე ყოფილი ბობოლა „ქოცების“ გაფეტიშებით. თან სულ მალე გამოჩნდება ჩემი AI ავატარი. სწორედ ასეთი ავატარის მეშვეობით დაამარცხა ციხიდან ბრაზილიაში ყოფილმა პრეზიდენტმა ჟოაო ბოლსონარომ მოქმედი პრეზიდენტი ლულა. როგორც AI-ში გადავალ, სხვა არხებს შეიძლება საერთოდ აღარ შეხედონ და რა ვიცი, იქნებ გეფიქრათ ამაზე!“- წერს სააკაშვილი.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში