აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5987 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5987 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5989 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0002 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9129 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9074 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0055 ლარი შეადგინა.