სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, უმთავრეს ამოცანად უახლოეს მომავალში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერასა და რატიფიცირებას მიიჩნევს, - ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
მისი თქმით, მიზნად დაისახა, რომ ეს საკითხი 2031 წლამდე გადაწყდეს. ამასთან, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს მიზანი სხვა ამოცანების მიტოვებას არ ნიშნავს.
“დავისახე ეს მიზანი და კონკრეტული ვადა - ამ საკითხის მოგვარება 2031 წლამდე. ბუნებრივია, ეს ასევე, მთავრობის და მთლიანად ჩვენი პოლიტიკური გუნდის ამოცანაა. მაგრამ, როგორც სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი, მე ასევე, ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია, ჩემი პირადი დღის წესრიგის ფარგლებში, რომ ეს საკითხი 2031 წლამდე მოვაგვაროთ“, - განაცხადა ფაშინიანმა.
მისი თქმით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერა და რატიფიცირება სომხეთისა და მთლიანად სომეხი ხალხის ისტორიაში მნიშვნელოვან პერიოდს დაასრულებს და ახალი მიმართულებებითა და ლოგიკით ახალ ერას დაიწყებს.