შალვა პაპუაშვილი ისრაელის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ისრაელის სახელმწიფოს პარლამენტის - ქნესეთის თავმჯდომარე ამირ ოჰანას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა ქართველ და ებრაელ ხალხებს შორის საუკუნოვან მეგობრულ კავშირებს და ორ ქვეყანას შორის დინამიკურ ურთიერთობებს.

„მხარეებმა განიხილეს ისრაელში და ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მიმდინარე მოვლენები. შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო მხარს უჭერს ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისა და სტაბილურობისკენ მიმართულ ძალისხმევას.

ასევე, საუბარი შეეხო ისრაელში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს და ამ კუთხით არსებულ ვითარებასა და მოლოდინებს.

ორმხრივი ურთიერთობების განხილვისას, აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები წარმატებით ვითარდება, რაც მაღალი დონის ვიზიტების სიხშირეშიც გამოიხატება. ხაზი გაესვა ნაყოფიერ საპარლამენტო თანამშრომლობას.

შეხვედრა შედგა იტალიის დედაქალაქ რომში მიმდინარე ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენციის ფარგლებში. საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი და საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის" თავმჯდომარის მოადგილე ეკა სეფაშვილი”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში