საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ სადაზვერვო ინფორმაციის 2/3-ს უკრაინას ევროპელები აწვდიან

სადაზვერვო ინფორმაციის 2/3-ს უკრაინას ევროპელები აწვდიან. ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ რადიო France Inter-თან საუბარში განაცხადა.

ბარომ აღნიშნა, რომ “უკრაინაში ომის დაწყებიდან უკვე ოცჯერ გვითხრეს, რომ უკრაინა დაეცემა, რომ აშშ უკრაინას მიატოვებს”.

“მაგრამ სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ ევროპა უკვე დიდი ხანია კიევს დახმარების ძირითად ნაწილს აწვდის”, - განაცხადა ბარომ.

საფრანგეთის საგარეო მინისტრის თქმით, “სადაზვერვო მონაცემების ორი მესამედი, რომლებსაც დღეს უკრაინა იღებს, ევროპელებისგან მოდის, კერძოდ საფრანგეთისგან”.

“ჩვენ ომს ვაწარმოებთ არა მხოლოდ ბრძოლის ველზე, არამედ ადამიანების გონებაშიც”, - განაცხადა ბარომ და აღნიშნა, რომ “კრემლსა და მის ტროლებს სოციალურ მედიაში” უკრაინელებისა და ევროპელების მიერ უკრაინის მხარდაჭერის სურვილის “ჩაკვლა” სურთ.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში