„თბილისის აკრები“ 16-17 ოქტომბერს საქართველოს უძრავი ქონების გამოფენა Real Estate  Expo 2026-ში მიიღებს მონაწილეობას

„თბილისის აკრები“ 16-17 ოქტომბერს საქართველოს უძრავი ქონების გამოფენა Real Estate Expo

2026-ში მიიღებს მონაწილეობას. ორი დღის განმავლობაში "ექსპოჯორჯიაში" მოსულ სტუმრებს

შესაძლებლობა ექნებათ, ახლოს გაეცნონ პროექტს, რომელიც თბილისში პირველი თვითმყოფადი

უბნის სახით ყალიბდება.

Real Estate Expo 2026 საგამოფენო ცენტრ "ექსპოჯორჯიასა" და საქართველოს უძრავი ქონების

ასოციაციის თანაორგანიზებით იმართება. გამოფენა ერთ სივრცეში აერთიანებს სხვადასხვა

დეველოპერული კომპანიის პროექტებს.

„თბილისის აკრების“ სტენდზე წარმოდგენილი იქნება პროექტის ყველაზე მასშტაბური, უნიკალური

მაკეტი, რომელზეც მთელი უბანი - მისი განაშენიანება, ინფრასტრუქტურა და მწვანე სივრცეები -

ერთი შეხედვით ჩანს. სტუმრები შეძლებენ, პირადად გაესაუბრონ კომპანიის წარმომადგენლებს,

დაუსვან კითხვები და მიიღონ დეტალური ინფორმაცია პროექტის, ბინების, ფასებისა და შეძენის

პირობების შესახებ.

„თბილისის აკრები“ არ არის მხოლოდ საცხოვრებელი კომპლექსი - ეს არის თვითმყოფადი უბანი,

სადაც ყველაფერი ერთ სივრცეშია თავმოყრილი. პროექტი აერთიანებს თანამედროვე

საცხოვრებელ კორპუსებს, მწვანე და მოსასვენებელ სივრცეებს, ინფრასტრუქტურასა და სერვისებს

კომფორტული და სრულფასოვანი ცხოვრებისთვის.

პირველი ფაზის შედეგები

„თბილისის აკრების“ პირველი ფაზა რეკორდულად სწრაფი ტემპით შენდება. პროექტმა უკვე

მრავალი ოჯახის ნდობა მოიპოვა, რომლებმაც თავიანთი მომავალი ახალ უბანს დაუკავშირეს.

პირველი ფაზა 13 საცხოვრებელ კორპუსსა და 600-ზე მეტ ბინას აერთიანებს. ცამეტივე კორპუსის

მშენებლობა პარალელურად მიმდინარეობს. პროექტის მასშტაბის გათვალისწინებით, ეს ტემპი

სამშენებლო ინდუსტრიისთვის ახალ ნიშნულს ადგენს.

ხედვა, რომელიც გრძელდება

პირველი ფაზის შედეგებზე დაყრდნობით „თბილისის აკრებმა“ მეორე ფაზა წარადგინა, რომლის

პრესეილიც უკვე მიმდინარეობს. მეორე ფაზით „თბილისის აკრები“ მთავარი ხედვის

განხორციელებას აგრძელებს და ქმნის უბანს, სადაც თანამედროვე არქიტექტურა ბუნებასთან

სიახლოვეს ერწყმის.

მეორე ფაზის გული ერთჰექტრიანი „თბილისის აკრების“ პარკი იქნება. ეს უბნის ყველაზე დიდი

სარეკრეაციო სივრცეა, რომლის გარშემოც საცხოვრებელი კორპუსები და საჯარო სივრცეები

განლაგდება.

მეორე ფაზის პრიორიტეტებია:

  • რელიეფზე მორგებული არქიტექტურა;
  • უბნის უდიდესი სარეკრეაციო სივრცე - „თბილისის აკრების“ ერთჰექტრიანი პარკი;
  • 7-8 სართულიანი, დაბალი სიმჭიდროვის განაშენიანება;
  • ბინები უნიკალური 360-გრადუსიანი ხედებით;
  • დამოუკიდებელი კომერციული ინფრასტრუქტურა, მინი მოლი Retail Plaza.

გელოდებით „თბილისის აკრების“ სტენდთან Real Estate Expo 2026-ზე, 16-17 ოქტომბერს,

ექსპოჯორჯიაში.

დამატებითი ინფორმაციისთვის: +995 (32) 290 05 05 / *5005

#realestateexpo #უძრავიქონება #TbilisiAcres #პრესეილი

(R)

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში