მედია - დიდი ბრიტანეთი უკრაინას დამატებით Storm Shadow შორი მანძილის რაკეტებს გადასცემს

დიდი ბრიტანეთი უკრაინას დამატებით Storm Shadow შორი მანძილის რაკეტებს გადასცემს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Bloomberg-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროების ცნობით, დიდი ბრიტანეთი უკრაინას დამატებით Storm Shadow რაკეტებს გადასცემს, რათა მან შეძლოს ზამთრამდე რუსეთის სამხედრო ოპერაციების ჩაშლა, რომლებიც მისი სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგაა მიმართული.

წყაროების ცნობით, ბრიტანული წარმოების რაკეტების მარაგების შევსების საკითხი 14 ოქტომბერს ლონდონში უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკისა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ენდი ბერნემის შეხვედრაზე განიხილებოდა. მათ ასევე აღნიშნეს, რომ შორი რადიუსის მოქმედების იარაღის გამოყენება რუსული ობიექტების წინააღმდეგ, რომლებიც მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ დარტყმებში არის ჩართული, დიდი ბრიტანეთის მიერ თავდაცვის ზომად განიხილება.

წყაროებმა, ასევე, აღნიშნეს, რომ ბოლო კვირების განმავლობაში რუსეთმა გაზარდა რეაქტიული დრონების წარმოება უკრაინის წინააღმდეგ თავდასხმების გასაზრდელად და მნიშვნელოვანია, რომ კიევს შეეძლოს ამისთვის წინააღმდეგობის გაწევა.

გარდა ამისა, დიდი ბრიტანეთი არ თვლის, რომ უკრაინამ უნდა შეწყვიტოს რუსეთის წინააღმდეგ დარტყმები, ვიდრე მოსკოვი უარს ამბობს იგივეს გაკეთებაზე.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში