ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის ვატო ყიფიანის ადვოკატის, მარიკა ფხალაძის განცხადებით, მას ყიფიანთან დაახლოებით საათ-ნახევრის წინ ჰქონდა კომუნიკაცია.
როგორც ადვოკატი აღნიშნავს, იმ დროისთვის, ყიფიანი დაკავებული არ ყოფილა და ქალაქგარეთ იმყოფებოდა.
ადვოკატი „ინტერპრესნიუსთან“ აცხადებს, რომ მისთვის უცნობია დაკავების მიზეზი და ის, არის თუ არა საერთოდ დაკავებული. ამასთან, ფხალაძე ამბობს, რომ მას დაკავების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ყიფიანთან კომუნიკაცია აღარ ჰქონია.
ადვოკატის თქმით, ის ყიფიანის ოჯახთან დაკავშირებას ცდილობს.
ცნობისთვის, ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი (კაწრო) დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ში ადასტურებენ.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ბრალდებით, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.