იგნასიო კასისი - ეუთო-ს ღირებულებაა, რომ ყველა მონაწილე ერთი მაგიდის გარშემო ზის, მიუხედავად განსხვავებული პოზიციებისა - ნამდვილი დიალოგი ხდება, როცა ყველა მზადაა, ერთმანეთს მოუსმინოს, ეს გახლავთ კონკრეტულად გამოხატული საქართველოში

დიალოგი საჭიროა და ნამდვილი დიალოგი ხდება, როდესაც ეს ყველაფერი გათვალისწინებულია, ეს გახლავთ კონკრეტულად გამოხატული საქართველოში

ომი დაბრუნდა ევროპაში, ნდობას ძირი გამოეთხარა, შემდგომი ფრაგმენტაციის და კონფრონტაციის რისკი მაღალი რჩება,- ამის შესახებ ეუთო-ს მოქმედმა თავმჯდომარემ, შვეიცარიის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, იგნასიო კასისმა საქართველოს ვიცე-პრემიერ, საგარეო საქმეთა მინისტრ, მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, „მსოფლიო ამოტრიალდა, უსაფრთხოება არ არის უკვე უზრუნველყოფილი ისე, როგორც 10 წლის წინ გვჯეროდა“.

„უსაფრთხოების სიტუაცია, მსოფლიო რეგიონში, სამხრეთ კავკასიაში და ფართო გამოწვევები, რომელიც დგას ამ რეგიონის წინაშე, გახლავთ ჩვენი განხილვის ცენტრალური საკითხი.

როგორც ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, ვიზარებ იმ სერიოზულ გამოწვევებს, რომელიც დგას ევროპული კონტინენტის წინაშე. შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიო ამოტრიალდა, უსაფრთხოება არ არის უკვე უზრუნველყოფილი ისე, როგორც 10 წლის წინ გვჯეროდა. ომი დაბრუნდა ევროპაში, ნდობას ძირი გამოეთხარა, შემდგომი ფრაგმენტაციის და კონფრონტაციის რისკი მაღალი რჩება. ეუთო-ს ღირებულებაა ის, რომ ყველა მონაწილე ერთი მაგიდის გარშემო ზის, იმის მიუხედავად, რომ შეიძლება განსხვავებული პოზიციები გააჩნდეთ. დიალოგი გახლავთ საჭირო ინსტრუმენტი დაძაბულობასთან ბრძოლაში, წინ სვლის გზებისთვის.

ნამდვილი დიალოგი ხდება, როდესაც ეს ყველაფერი გათვალისწინებულია, ყველა თავის ადგილზე ზის და მზადაა ერთმანეთს მოუსმინოს. ეს გახლავთ კონკრეტულად გამოხატული საქართველოში. ჩვენ ვიხილავთ ეუთო-ს როლს და მის წვლილს უსაფრთხოების ყველა განზომილებაში. შვეიცარია ერთგულია მშვიდობის ჩამოყალიბების, შერიგების და ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით. განვიხილეთ ღირებულებები და პრინციპები, რამაც შეგვყარა ერთად ეუთო-ს ოჯახში“,- აცხადებს კასისი.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს