გიორგი შარაშიძე - თვითონ შეწყვიტე კომუნიკაცია, გაწევრიანების პროცესი, პარტიებს კრძალავ და ამით გინდა დაჯდე მოლაპარაკებების მაგიდასთან? - არავის სჯერა, რომ „ოცნებაში“ ნატამალი რესურსი მაინც არის, რომ ქვეყანა ევროპულ გზას დაუბრუნდეს

არავის აღარ სჯერა, რომ „ოცნებაში“ ნატამალი, ელემენტარული, მცირე რესურსი მაინც არის იმისა, რომ ქვეყანა დაუბრუნდეს ევროპული მომავლის გზას, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა, რითაც ევროპული საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ დასკვნას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა ქვეყანაში დიქტატურის დამყარების პირდაპირი სიგნალია, რაც ევროინტეგრაციის პროცესს სრულად ეწინააღმდეგება.

„პარტიების აკრძალვის ფონზე რა მოლოდინი შეიძლება იყოს „ქართული ოცნებისგან“? ანუ უკიდურესად არადემოკრატიული და არაკონსტიტუციური ნაბიჯი გადადგა მიუხედავად იმისა, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს საკონსტიტუციო სასამართლომ. ამის შემდეგ რაზე უნდა ილაპარაკო, რა დემოკრატიაზე და რა ევროპულ პერსპექტივაზე შეიძლება იყოს “ოცნების” პირობებში ლაპარაკი. პირდაპირ ვამბობთ, რომ ვსაუბრობდით იმაზე და ვამტკიცებდით და ვასაბუთებდით, რომ იყო ავტორიტარიზმი და ახლა, აი ამ საკონსტიტუციო სარჩელის შემდეგ, ვამბობთ, რომ ეს არის პირდაპირი მცდელობა დიქტატურის დამყარების, იმიტომ რომ ერთპარტიული მმართველობა სხვა არაფერია, თუ არა დიქტატურა. ამის მერე საერთოდ დიალოგისკენ რომ მოუწოდებენ კიდევ... ეს ხომ საერთოდ პარადოქსი და უტიფრობაა, რომ აქეთ მოუწოდო ევროკავშირს. შენ თვითონ შეწყვიტე ყველანაირი კომუნიკაცია, გაწევრიანების პროცესი, ოფიციალურად გამოხვედი, თქვი, რომ წყვეტ გაწევრიანების პროცესს. შემდეგ ამას მოაყოლე ათობით არადემოკრატიული კანონის მიღება, ჩაახშო განსხვავებული აზრი, ახლა საერთოდ პარტიებს კრძალავ. აი ამ შედეგებით გინდა დაჯდე მოლაპარაკებების მაგიდასთან? არავის აღარ სჯერა, რომ “ოცნებაში” აი ნატამალი, ელემენტარული, მცირე რესურსი მაინც არის იმისა, რომ დაუბრუნდეს ქვეყანა ევროპული მომავლის გზას. ეს არის ყველაზე სამწუხარო რეალობა. მაგრამ ეს ასე არ იქნება, რა თქმა უნდა. დღეს იქნება თუ ხვალ, “ოცნებას”, პირველ რიგში, პასუხისმგებლობა მოუწევს და, რა თქმა უნდა, ჩვენ დავაბრუნებთ ამ ქვეყანას ევროპული მომავლის გზაზე,”- განაცხადა შარაშიძემ.

ცნობისთვის, ევროპული საბჭო ხაზს უსვამს, რომ გაფართოების პროცესი დამსახურებაზე დაფუძნებული ინდივიდუალური პროგრესით განისაზღვრება, რაც წევრობის მსურველი ქვეყნებისგან რეფორმების, განსაკუთრებით კანონის უზენაესობის კუთხით გაგრძელებას მოითხოვს.

გრანადის დეკლარაციის გათვალისწინებით გამოქვეყნებულ დასკვნებში აღნიშნულია, რომ ევროკავშირის გაფართოება მშვიდობისა და სტაბილურობის გეოსტრატეგიული ინვესტიციაა, რისთვისაც როგორც მომავალი წევრი სახელმწიფოები, ისე თავად ევროკავშირი მზად უნდა იყვნენ გაწევრიანების მომენტისთვის.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს