გრიგოლ გეგელია - კობახიძეს ყველგან „საზღვარგარეთელი პატრონები“ ელანდება, რადგან თვითონ დგას გარე ძალების სამსახურში - თუ რამე არგუმენტი გააჩნია, გაუგებარია, რატომ გაურბის მრავალგზის შეთავაზებულ დებატებს საგარეო პოლიტიკაზე?

კობახიძეს ჩემი ბრიფინგის პასუხად უთქვამს, „ძლიერ საქართველო - ლელოს“ არგუმენტები აკლია და ამიტომაც უცხოელ პარტნიორებს მიმართავსო - კობახიძეს ყველგან „საზღვარგარეთელი პატრონები“ ელანდება, რადგან თვითონ ყოველდღე დგას გარე ძალების სამსახურში, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო - ლელოს“ საგარეო მდივანი, გრიგოლ გეგელია სოციალურ ქსელში წერს.

გრიგოლ გეგელიას თქმით, „ძლიერი საქართველო - ლელო“ საკონსტიტუციო სასამართლოშიც წარადგენს საკუთარ სამართლებრივ არგუმენტებს და საერთაშორისო პარტნიორებსაც მოუწოდებს ქართველი ერის ინტერესების მხარდაჭერისკენ.

„ზახაროვას ხელდასხმულ პრემიერს, მინდა შევახსენო, რომ მისგან განსხვავებით, მე ჩემი ერის ინტერესებს ვემსახურები და არა ოკუპანტის, ხოლო ეს ინტერესები, ქართველი ხალხის ისტორიული გადაწყვეტილებით, მჭიდროდ არის გადაჯაჭვული ევროპულ ოჯახთან.

კობახიძეს ყველგან „საზღვარგარეთელი პატრონები“ ელანდება, რადგან თვითონ ყოველდღე დგას გარე ძალების სამსახურში. ფაქტია, რომ ის სრულ სინქრონშია მარია ზახაროვასთან და წამის სიზუსტით იმეორებს კრემლის გზავნილებს. ამიტომაც კრემლის თუთიყუშს, ცხადია, ყველგან „დიფ სთეითის საიდუმლო ზარი“, უცხოელი ინსტრუქტორები და დავალებები ელანდება - მისთვის უცხოა დამოუკიდებელი არსებობა, სამშობლოს სიყვარული თუ პრინციპები.

დღეს ამ ქვეყანაში თუკი რამეა ანტიკონსტიტუციური, ეს პირველ რიგში კობახიძე და მისი რეჟიმია. სწორედ მათ მიიტაცეს კონსტიტუციური წესწყობილება, ხელისუფლების ყველა შტო, შეცვალეს კონსტიტუციაში გაწერილი საგარეო ვექტორი და ახლა უკვე სურთ, მილიონზე მეტი ქართველის მიერ არჩეული პოლიტიკური ძალები გააუქმონ. ეს სარჩელი თავად არის ანტიკონსტიტუციური: ევროპული არჩევანის დამაზიანებელი, სამართლებრივად დაუსაბუთებელი, ყალბ ფაქტებზე დამყარებული და პოლიტიკური მოტივით სულიერი.

„ძლიერი საქართველო - ლელო“ საკონსტიტუციო სასამართლოშიც წარადგენს საკუთარ სამართლებრივ არგუმენტებს და საერთაშორისო პარტნიორებსაც მოუწოდებს ქართველი ერის ინტერესების მხარდაჭერისკენ. ხოლო კობახიძესა და სხვა მოღალატეებს, ვინც დღეს უდიდეს დანაშაულს ჩადის ქართული სახელმწიფოს წინაშე, ქართველი ერი მოუწყობს მთავარ სამსჯავროს.

დაბოლოს, რაც შეეხება არგუმენტებს: თუ კობახიძეს რამე არგუმენტი გააჩნია, გაუგებარია, რატომ გაურბის მრავალგზის შეთავაზებულ დებატებს საგარეო პოლიტიკაზე? რატომ ეშინია ასე ძალიან ჩვენთან პირისპირ დაჯდომის? იმიტომ ხომ არა, რომ მზად არ არის, მოისმინოს მწარე სიმართლე და ნამდვილი არგუმენტები?!“, - წერს გრიგოლ გეგელია.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს