ანონსი 17 ოქტომბერი

ანონსი  17 ოქტომბერი

17 ოქტომბერს, 11:00 საათზე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) მხარდაჭერითა და საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის ჩართულობით, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში ადვოკატებისთვის ორდღიანი სამუშაო შეხვედრა ჩატარდება თემაზე: „დავების ალტერნატიული გადაწყვეტა (ADR) პრაქტიკოსებისთვის".

მის: თინათინ ვირსალაძის I ჩიხი N1, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია.

საკონტაქტო: 555451001

17 ოქტომბერს, 13:30 საათზე, სამედიცინო კომპანია „ბიომედიქსის" ორგანიზებით გაიმართება სამედიცინო კონფერენცია თემაზე: „მიკრობიომი - ახალი პერსპექტივები გინეკოლოგიაში".

მის: სასტუმრო „Holiday Inn"

17 ოქტომბერს, 14:00 საათზე, „ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართება.

17 ოქტომბერს, 18:00 საათზე, მწერალთა სახლში „ნეიტრალიტეტის მხარდამჭერი საზოგადოებრივი დარბაზის“ პრეზენტაცია გაიმართება. მის: ი. მაჩაბლის ქ. N13 საკონტაქტო: 557 21 23 13