შენიღბონ მაინც თავისი მორჩილება გარე ძალების მიმართ,- ასე ეხმაურება თავდაცვისა და უსაფრთხოების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციური პარტიების ნაწილის ლიდერებისა და საქართველოში აკრედიტებული ელჩების დღევანდელ შეხვედრას.
მისი შეფასებით, საკონსტიტუციო სასამართლოში გამოცხადებამდე ელჩებთან გამართული შეხვედრა ბოლო ინსტრუქტაჟის მიღებას ემსახურებოდა.
„ბოლო ინსტრუქტაჟი საკონსტიტუციო სასამართლოში გამოცხადებამდე. კარგი რა, შენიღბონ მაინც თავისი მორჩილება გარე ძალების მიმართ !“,- წერს თენგიზ შარმანაშვილი.
ინფორმაციისთვის, ოპოზიციური პარტიების ნაწილის ლიდერები საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს შეხვდნენ. შეხვედრაში მონაწილეობენ დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ელჩები.
როგორც შეხვედრის შემდეგ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ აღნიშნა, „ელჩებთან საუბრის მთავარი თემა იყო როგორ იცვან სახელმწიფო და ხალხი შესაძლო უმძიმესი შედეგებისგან, რომელიც შეიძლება „ოცნების“ ავანტიურამ მოუტანოს“.