უკრაინის ომბუდსმენი - რუსეთმა პირველად დაუშვა უცხოელი წარმომადგენელი უკრაინელ ომის ტყვეებთან

რუსეთმა პირველად დაუშვა უცხოელი წარმომადგენელი უკრაინელ ომის ტყვეებთან. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ომბუდსმენი, დმიტრო ლუბინეცი ავრცელებს.
,,სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან პირველად ჩვენს ბიჭებთან პირველად დაუშვეს უცხოელი წარმომადგენელი - რომის პაპის ლეო XIV-ის სპეცწარმომადგენელი, კარდინალი მატეო ძუპი. ასევე, დაადასტურეს, რომ მათთან რუსეთის ომბუდსმენის წარმომადგენლებმაც დაიწყეს ვიზიტები,” - წერს ლუბინეცი.
მისი თქმით, ის რეგულარულად მართავს შეხვედრებს რუსეთის ომბუდსმენთან, იანა ლანტრატოვასთან, და ბოლო შეხვედრის დროს მხარეებმა კვლავ განიხილეს შემდგომი ნაბიჯები უკრაინის მოქალაქეების დასაბრუნებლად.
,,ყოველი გაცვლა - ეს მოლაპარაკებებია. და ეს პროგრესის შანსია ჩვენი ომის ტყვეებისა და სამოქალაქო პირების დაბრუნების საკითხში.
ვიმედოვნებ, რომ ეს დინამიკა შენარჩუნება. და ჩვენ ყველაფერს ვიზამთ, რათა ჩვენი მოქალაქეები ბრუნდებოდნენ რუსეთის ტყვეობიდან,” - წერს ლუბინეცი.

























