ვოლოდიმირ ზელენსკი - თითქმის ერთი თვეა ველოდებით, როდის დაამტკიცებს ბატონი ჰეგსეთი Patriot-ისა და NASAMS-ის სისტემებისთვის განკუთვნილი რაკეტების მოწოდებას

ვოლოდიმირ ზელენსკი - თითქმის ერთი თვეა ველოდებით, როდის დაამტკიცებს ბატონი ჰეგსეთი Patriot-ისა და NASAMS-ის სისტემებისთვის განკუთვნილი რაკეტების მოწოდებას

უკვე თითქმის ერთი თვეა ველოდებით, როდის დაამტკიცებს ბატონი ჰეგსეთი Patriot-ისა და NASAMS-ის სისტემებისთვის განკუთვნილი რაკეტების მოწოდებას. ჩვენს გუნდს დავავალე, ეს საკითხი ამერიკულ მხარესთან კიდევ ერთხელ დაეყენებინა. მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვა ქვეყნებთანაც, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, გამართა საკოორდინაციო შეხვედრა პარტნიორებისგან იარაღის მიწოდებასთან, ასევე რუსული დარტყმების შემდეგ ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენის ძალისხმევასთან დაკავშირებით.

„უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა მომახსენეს უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის საჭირო რაკეტების, პირველ რიგში კი - Patriot-ის რაკეტების მოწოდების საკითხზე. რამდენიმე მიმართულებით ვმუშაობთ - აშშ-თან, ევროპასა და სხვა პარტნიორებთან, რომლებსაც PAC-2 და PAC-3 ტიპის რაკეტების მარაგები გააჩნიათ. კერძოდ, უკვე თითქმის ერთი თვეა, ველოდებით, როდის დაამტკიცებს ბატონი ჰეგსეთი Patriot-ისა და NASAMS-ის სისტემებისთვის განკუთვნილი რაკეტების მოწოდებას. ჩვენს გუნდს დავავალე, ეს საკითხი ამერიკულ მხარესთან კიდევ ერთხელ დაეყენებინა. მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვა ქვეყნებთანაც”, - წერს ზელენსკი.

მისი ინფორმაციით, შეხვედრაზე ასევე განიხილეს ნოემბერში დაგეგმილი „რამშტაინის“ შეხვედრისთვის მზადების საკითხები.

„მნიშვნელოვანია, დაჩქარდეს იმ გადაწყვეტილებების აღსრულება, რომლებიც უკვე გარკვეული ხანია, დღის წესრიგში დგას. მხარდაჭერის თითოეული პაკეტი ადამიანთა სიცოცხლის დაცვის შესაძლებლობაა. მადლობა ყველას, ვინც რეალურ მხარდაჭერას გვიწევს და ხელს უწყობს ამ კრიტიკულად მნიშვნელოვანი მოწოდებების დაჩქარებას”, - აცხადებს ზელენსკი.