5 ქვეყნის თავდაცვის მინისტრები - რუსეთი ევროატლანტიკური უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის ყველაზე მწვავე საფრთხეს წარმოადგენს

5 ქვეყნის თავდაცვის მინისტრები - რუსეთი ევროატლანტიკური უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის ყველაზე მწვავე საფრთხეს წარმოადგენს

რუსეთი ევროატლანტიკური უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის ყველაზე მწვავე და გრძელვადიან საფრთხეს წარმოადგენს, - ამის შესახებ საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, პოლონეთისა და დიდ ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.

„უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის აგრესიული ომი და მის მიერ მოკავშირეთა საჰაერო სივრცის მუდმივი დარღვევები, დივერსიული აქტები და ჰიბრიდული თავდასხმების გამოყენება ჩვენს ერთიანობასა და სოლიდარობას ვერ ასუსტებს. პირიქით, ეს კიდევ უფრო განამტკიცებს ჩვენს მტკიცე გადაწყვეტას, რომ მოკავშირეთა ტერიტორიის მთლიანობისა და უსაფრთხოების დასაცავად ჩვენი ძალისხმევა გავაგრძელოთ“, - ნათქვამია განცხადებაში.

მინისტრების განცხადებით, ევროპამ საკუთარ უსაფრთხოებაზე მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს.

„ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, მჭიდრო კოორდინაცია გავაგრძლოთ აშშ-სთან და ყველა მოკავშირესთან, რათა ეს კონკრეტული ამბიცია განვახორციელოთ. აშშ არის და დარჩება შეუცვლელ მოკავშირედ. ევროპულ უსაფრთხოებაში აშშ-ის მუდმივ ჩართულობას ძლიერი და სანდო ნატო-სთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს“, - აღნიშნულია განცხადებაში.