„ოქროს ბურთის“ გამარჯვებული ჰარი კეინი გახდა

2026 წლის „ოქროს ბურთის“ გამარჯვებული მიუნხენის „ბაიერნისა“ და ინგლისის ნაკრების ფორვარდი, ჰარი კეინი გახდა. ჰარი კეინი 2026 წლის საუკეთესო ფორვარდადაც დასახელდა. რიგით 70-ე დაჯილდოების ცერემონია ლონდონში გაიმართა.
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ხვიჩა კვარაცხელიამ „ოქროს ბურთის" ნომინანტებს შორის მე-6 ადგილი დაიკავა.
2026 წლის „ოქროს ბურთის" ათეული ასე გამოიყურება:
ჰარი კეინი (მიუნხენის „ბაიერნი");
კილიან მბაპე (მადრიდის „რეალი");
ლამინ იამალი („ბარსელონა");
როდრი („ბარსელონა");
ლიონელ მესი (მაიამის „ინტერი");
ხვიჩა კვარაცხელია („პსჟ");
უსმან დემბელე („პსჟ");
ერლინგ ჰოლანდი („მანჩესტერ სიტი");
მაიკლ ოლისე (მიუნხენის „ბაიერნი");
ფაბიან რუისი („პსჟ").
ქალთა შორის „ოქროს ბურთის" გამარჯვებული ესპანელი ფეხბურთელი ალექსია პუტეიასი გახდა.
რაც შეეხება სხვა ნომინაციებს:
2026 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი ლამინ იამალი გახდა;
2026 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ქალი ფეხბურთელი - ვიკი ლოპესი;
2026 წლის საუკეთესო მწვრთნელი ქალთა ფეხბურთში - პერე რომეუ;
2026 წლის საუკეთესო მწვრთნელი მამაკაცთა შორის - ლუის დე ლა ფუენტე;
2026 წლის საუკეთესო ქალი მეკარე - კატა კოლი;
2026 წლის საუკეთესო მამაკაცი მეკარე - უნაი სიმონი;
2026 წლის საუკეთესო გუნდი ქალებში - „ბარსელონა";
2026 წლის საუკეთესო გუნდი მამაკაცთა შორის - „პარი სენ ჟერმენი";
2026 წლის საუკეთესო ფორვარდი - ჰარი კეინი;
2026 წლის საუკეთესო ფორვარდი ქალი - შარლინ კორალი.

























