უკრაინული მედია - რუსებმა კიევში სამხრეთის ხიდს ბალისტიკური რაკეტით დაარტყეს, რის შედეგადაც, ტრანსპორტის მოძრაობა შეჩერდა

უკრაინული მედია - რუსებმა კიევში სამხრეთის ხიდს ბალისტიკური რაკეტით დაარტყეს, რის შედეგადაც, ტრანსპორტის მოძრაობა შეჩერდა

რუსებმა კიევში სამხრეთის ხიდს ბალისტიკური რაკეტით დაარტყეს, რის შედეგადაც, ტრანსპორტის მოძრაობა შეჩერდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

რუსული ძალების მიერ კიევზე განხორციელებული იერიშის შედეგად უკრაინის დედაქალაქში სამხრეთის ხიდი დაზიანდა.

„დარტყმა სამხრეთის ხიდზე განხორციელდა. დაზიანდა მასზე არსებული მეტროს ინფრასტრუქტურაც“, - განაცხადა კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ.

ხიდზე მეტროს ინფრასტრუქტურის დაზიანების გამო, მატარებლების მოძრაობა შეიზღუდა. ასევე, ხიდზე ტრანსპორტის მოძრაობა ორივე მიმართულებით დროებით შეჩერდა.