ვლადიმერ პუტინი უკრაინის საკითხზე ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებთან საუბარს გეგმავს

ვლადიმერ პუტინი უკრაინის საკითხზე ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებთან საუბარს გეგმავს

ვლადიმერ პუტინი უკრაინის საკითხზე ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებთან საუბარს გეგმავს, - ინფორმაციას გამოცემა Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმების საკითხის განხილვის მიზნით რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდრ სტუბთან და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრ იონას გარ სტორესთან სატელეფონო საუბრებს გეგმას.

წყაროების თქმით, შესაძლოა, ლიდერებს შორის საუბარი დღეს შედგეს.

ცნობისთვის, გასულ კვირას ოსლოში, სტუბი და იონას გარ სტორე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფს შეხვდნენ. შეხვედრის შემდეგ უიტკოფი სანქტ-პეტერბურგში გაფრინდა, სადაც ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებები გამართა.