გიორგი გვარაკიძე - ტერორიზმის დაფინანსებისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა, აგრეთვე ქონების კონფისკაციის მექანიზმების სრულყოფილად გამოყენება, საქართველოს პროკურატურის საქმიანობის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს

გიორგი გვარაკიძე - ტერორიზმის დაფინანსებისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა, აგრეთვე ქონების კონფისკაციის მექანიზმების სრულყოფილად გამოყენება, საქართველოს პროკურატურის საქმიანობის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს

საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე, პროკურატურის წარმომადგენლებთან ერთად, სპეციალური მოწვევით, ბალკანეთის ქვეყნების გენერალური პროკურორების სამუშაო ფორუმში მონაწილეობს, სადაც სიტყვით გამოვიდა და ფორუმის ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა საქართველოს პროკურატურის მიწვევისთვის. - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათი ცნობით სიტყვით გამოსვლისას გენერალურმა პროკურორმა აღნიშნა, რომ ტერორიზმის დაფინანსებისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა, აგრეთვე ქონების კონფისკაციის მექანიზმების სრულყოფილად გამოყენება, საქართველოს პროკურატურის საქმიანობის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს.

„ტერორიზმის დაფინანსება და ფულის გათეთრება დანაშაულებრივი საქმიანობის განსაკუთრებით მძიმე ფორმებს წარმოადგენს. მათ წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა გულისხმობს არა მხოლოდ შესაბამისი დანაშაულების გამოძიებასა და დამნაშავე პირთა სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემას, არამედ აღნიშნულ დანაშაულებთან დაკავშირებული ფინანსური სტრუქტურების გამოვლენას, კონფისკაციას დაქვემდებარებული აქტივების მოძიებასა და მიკვლევას გამოძიების შეძლებისდაგვარად ადრეულ ეტაპზე და, საბოლოოდ, დამნაშავე პირთათვის დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ჩამორთმევას. ტერორიზმის დაფინანსებისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა, აგრეთვე ქონების კონფისკაციის მექანიზმების სრულყოფილად გამოყენება, საქართველოს პროკურატურის საქმიანობის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს“, - განაცხადა გიორგი გვარაკიძემ.