თორნიკე რაზმაძე - სიმონიანისთვის გინების გამო 3 ათასი ლარით დამაჯარიმეს -  არაფერი უცნაური, არაფერი მოულოდნელი

თორნიკე რაზმაძე - სიმონიანისთვის გინების გამო 3 ათასი ლარით დამაჯარიმეს -  არაფერი უცნაური, არაფერი მოულოდნელი

სამოქალაქო აქტივისტი თორნიკე რაზმაძე 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ენუქიძემ მიიღო.

„სიმონიანისთვის გინების გამო 3 ათასი ლარით დამაჯარიმეს. არაფერი უცნაური, არაფერი მოულოდნელი“, - წერს სამოქალაქო აქტივისტი სოციალურ ქსელში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამოქალაქო აქტივისტის, თორნიკე რაზმაძის წინააღმდეგ ადმინისტრაციული საქმის წარმოება მის მიერ სოციალურ ქსელში დაწერილ კომენტარის გამო დაიწყო.

შსს-ს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს განმარტებით, სამოქალაქო აქტივისტ თორნიკე რაზმაძეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის შეურაცხყოფას ედავებიან.

თავად თორნიკე რაზმაძე აცხადებს, რომ შსს-ში შექმნილმა სიძულვილის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ მის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება მარგარიტა სიმონიანისა და ვლადიმერ სალავიოვის სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე დაიწყო.