CNN - ბრაზილიის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ, ფლავიო ბოლსონარო აშშ-ში წავიდა

CNN - ბრაზილიის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ, ფლავიო ბოლსონარო აშშ-ში წავიდა

ბრაზილიის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ, ფლავიო ბოლსონარო აშშ-ში წავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

კერძოდ, სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური პირის თქმით, აშშ ვიზებს მისცემს ბრაზილიის არჩევნებში დამარცხებულ კანდიდატს, ფლავიო ბოლსონაროსა და მისი ოჯახის წევრებს, რაც მათ შეერთებულ შტატებში შესვლის უფლებას მისცემს.

აქამდე, ორმა წყარომ CNN-თან საუბარში დაადასტურა, რომ ბოლსონარომ ბრაზილია დატოვა და აშშ-სკენ გაემგზავრა. თავდაპირველად, ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა CNN-თან საუბარში განაცხადა, რომ ბოლსონარო ფლორიდისკენ მიემართებოდა, თუმცა მოგვიანებით აღნიშნა, რომ აშშ-ში მისი ზუსტი დანიშნულების ადგილი უცნობი იყო.

ბოლსონაროსთან დაახლოებული წყაროს თქმით, მას ბრაზილიაში დაპატიმრების ეშინოდა. ამჟამად ბრაზილიის უმაღლესი სასამართლო კორუფციულ ქმედებებში, ფულის გათეთრებასა და ვალუტის მიმოქცევის წესების დარღვევაში მის სავარაუდო მონაწილეობის იძიებს.