ეგზიტპოლების მიხედვით, ისრაელში მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებისთვის საჭირო უმრავლესობას ვერც ბენიამინ ნეთანიაჰუს და ვერც გადი აიზენკოტის ბლოკი ვერ ახერხებს

ეგზიტპოლების მიხედვით, ისრაელში მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებისთვის საჭირო უმრავლესობას ვერც ბენიამინ ნეთანიაჰუს და ვერც გადი აიზენკოტის ბლოკი ვერ ახერხებს

ისრაელის მე-12 არხმა საპარლამენტო არჩევნების ეგზიტპოლის მონაცემები განაახლა, რომლის მიხედვითაც, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდი“ და მისი მემარჯვენე მოკავშირეები ქნესეთში 52 მანდატს მოიპოვებენ, მისი მთავარი კონკურენტის, გადი აიზენკოტის ბლოკი კი - 49-ს.

ტელეკომპანიის მიერ მანამდე გამოქვეყნებული ეგზიტპოლის შედეგებით, აიზენკოტის ბლოკს 52 მანდატი ჰქონდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის Kan 11-ისა და მე-13 არხის ეგზიტპოლების თანახმად, ბლოკებს თანაბარი რაოდენობის - 51-51 მანდატი აქვთ.

ეგზიტპოლების თანახმად, მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებისთვის საჭირო უმრავლესობის, 61 მანდატის, მოპოვებას 120-ადგილიან ქნესეთში ვერცერთი მათგანი ვერ შეძლებს.

არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 77.7% შეადგინა.