კახა კალაძის განცხადებით, ტყუილია ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ „რიყის დოქების“ მფლობელმა კომპანიამ სარეკრეაციო ზონის შეცვლის მოთხოვნით მიმართა თბილისის მერიას

კახა კალაძის განცხადებით, ტყუილია ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ „რიყის დოქების“ მფლობელმა კომპანიამ სარეკრეაციო ზონის შეცვლის მოთხოვნით მიმართა თბილისის მერიას

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის თქმით, ტყუილია ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ „რიყის დოქების“ მფლობელმა კომპანიამ სარეკრეაციო ზონის შეცვლის მოთხოვნით მიმართა თბილისის მერიას.

მისივე განმარტებით, მშენებლობის ნებართვა გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ ეს ქალაქის ურბანული განვითარებისთვის მისაღები იქნება

„დამალული არაფერი არ იქნება. გავცემთ მშენებლობის ნებართვას, როდესაც შემოვა კონკრეტული პროექტი, რომელიც ქალაქის ურბანული განვითარების შესაბამისი იქნება. მანამდე ნუ ავრცელებთ ტყუილ ინფორმაციას. ეგ თქვენ გაზარალებთ. ეს არის ტყუილი, რასაც ერთდღიანი პიარკამპანიისთვის იყენებენ, იგონებენ რაღაცებს, სოციალურ ქსელებში ერთმანეთს აგიჟებენ და მერე თვითონვე იფუშებიან“, - განაცხადა კახა კალაძემ.