4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებმა - კონსტანტინე კოკაიამ, კახაბერ მჟავანაძემ და დავით სტურუამ საპროცესო შეთანხმების გაფორმება ითხოვეს

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებმა - კონსტანტინე კოკაიამ, კახაბერ მჟავანაძემ და დავით სტურუამ საპროცესო შეთანხმების გაფორმება ითხოვეს

4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მსჯავრდებულებმა - კონსტანტინე კოკაიამ, კახაბერ მჟავანაძემ და დავით სტურუამ საპროცესო შეთანხმების გაფორმება ითხოვეს.

შესაბამისი პოზიცია თბილისის სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე გახდა ცნობილი.

რაც შეეხება კიდევ ერთ მსჯავრდებულ, დავით ჟღენტს, ის დღევანდელ

პროცესზე არ გამოცხადებულა, შესაბამისად, მისი პოზიცია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით უცნობია.

მათ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი.

აღნიშნულ საქმეს კიდევ ერთი მსჯავრდებული - ია დარახველიძე ჰყავს, ის ძებნაში იმყოფება.