ამბოლი საქართველოში საბურავების ბაზრის ლიდერი და N1 ბრენდი გახდა

ამბოლი საქართველოში საბურავების ბაზრის ლიდერი და N1 ბრენდი გახდა

საბურავების შერჩევისას მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია როგორც ხარისხი და უსაფრთხოება, ასევე საკუთარი ავტომობილისა და ბიუჯეტისთვის შესაფერისი მოდელის პოვნაც. სწორედ ამ მრავალფეროვან მოთხოვნებზე მორგებული შეთავაზებებით, ფართო ასორტიმენტითა და გაყიდვების მასშტაბით, ამბოლმა საქართველოში საბურავების ბაზრის ლიდერის პოზიცია დაიკავა.

“2025 წლის კვლევების მიხედვით, ამბოლმა დაიკავა საბურავების ბაზრის ლიდერის პოზიცია, ხოლო 2026 წლის კვლევების მიხედვით, ეს პოზიცია გაიმყარა და შეგვიძლია გავაკეთოთ განცხადება, რომ ამბოლი არის საბურავების მიმართულებით N1 ბრენდი საქართველოში.

კვლევების შედეგები პირდაპირპროპორციულად აისახება გაყიდული საბურავების რაოდენობაზეც, შესაბამისად თითოეული მომხმარებლისთვის სწორი პროდუქტის შერჩევა და მათი კმაყოფილება ჩვენთვის დიდი პასუხისმგებლობაა.

ასევე, ბოლო წლების განმავლობაში პორტფელში დავიმატეთ მსოფლიოში წამყვანი ბრენდები, როგორც, პრემიუმ, ისე - საშუალო და ბიუჯეტურ სეგმენტში; დღეს კი საქართველოში საბურავების მიმართულებით ყველაზე დიდი არჩევანი გვაქვს, როგორც ზომების, ასევე საფასო კატეგორიის მიხედვით. მომხმარებლებს კი მომავალშიც ბევრ საინტერესო სიახლეს ვპირდებით” - ჯონი შალამბერიძე, ამბოლის გენერალური დირექტორი.

2026 წლის კვლევების მონაცემებით, რომელიც კვლევითმა კომპანია Sonar-მა ჩაატარა, ამბოლი საბურავების მიმართულებით საქართველოში 44%-ისთვის N1 არჩევანია, შემდეგ ბრენდს კი 40% ასახელებს. რეგიონების მიხედვით ეს მაჩვენებელი ამბოლისთვის 58%-მდე იზრდება. აღსანიშნავია, რომ 2023 წელს საქართველოს მასშტაბით ამბოლის მაჩვენებელი 35% იყო და ამ წლების განმავლობაში 9 პუნქტით გაუმჯობესდა.

ამბოლის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა საბურავების ყველაზე ფართო არჩევანი და სწორი საფასო პოლიტიკაა. კომპანიაში მომხმარებელს შეუძლია შეარჩიოს როგორც ბიუჯეტური და საშუალო კატეგორიის, ისე - პრემიუმ კლასის საბურავები. ეს პროცესი კი მუდმივად იხვეწება და ამბოლი მომხმარებელს ყოველ წელს უკეთეს არჩევანს სთავაზობს, როგორც ბრენდების, ასევე ზომების მიმართულებით.

ამბოლის პორტფელი მოიცავს მსოფლიო ბაზარზე ისეთ წამყვან ბრენდებს, როგორებიცაა: Goodyear, Yokohama, Toyo, Dunlop, Nexen, Maxxis, Nankang და სხვა -

ამასთან, ამბოლი მომხმარებელს სთავაზობს ბიუჯეტური და ხელმისაწვდომი ჩინური წარმოების საბურავებს, რომლებიც ბაზარზე უკვე წლების განმავლობაში კარგად არის გამოცდილი და მათი ასორტიმენტიც წლიდან წლამდე იზრდება, მათ შორისაა: Lanvigator, Triangle, Linglong და სხვა.

ამბოლი, ქვეყნის მასშტაბით 30 ფილიალით, საავტომობილო პროდუქტების ყველაზე დიდი ქსელია საქართველოში. კომპანია განაგრძობს მომხმარებლებისთვის უმაღლესი ხარისხის პროდუქციისა და ფართო ასორტიმენტის შეთავაზებას, რათა თითოეულმა ავტომფლობელმა საკუთარი ავტომობილისთვის საუკეთესო არჩევანი გააკეთოს.

(R)