მედია - ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად, სულ მცირე, 10 ადამიანი დაიღუპა

მედია - ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად, სულ მცირე, 10 ადამიანი დაიღუპა

ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად, სულ მცირე, 10 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას გამოცემა El Pais-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ავარია მადრიდისა და სევილიის ჩქაროსნულ სარკინიგზო ხაზზე მოხდა.

ერთმანეთს ესპანეთის სარკინიგზო კომპანიების Renfe-სა და Iryo-ს ჩქაროსნული მატარებლები შეეჯახნენ.

შეჯახების შედეგად Iryo-ს მატარებლის ორი ვაგონი ლიანდაგიდან გადავიდა.

ავარიის შემდეგ მადრიდ-ანდალუსიის ჩქაროსნული სარკინიგზო ხაზი დროებით დაიხურა.