ნიდერლანდები უკრაინას 500 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს

ნიდერლანდები უკრაინას 500 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს

ნიდერლანდები უკრაინას 500 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს, - ამის შესახებ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა, რობ იეტენმა ნიდერლანდებში უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„დღეს ასევე შემიძლია გამოვაცხადო 500 მილიონი ევროს ღირებულების დამატებით სამხედრო დახმარების პაკეტზე. ის მოიცავს, კერძოდ, საჰაერო თავდაცვის საშუალებებსა და დრონებს, რომლებიც განკუთვნილია უწყვეტი რუსული საჰაერო თავდასხმებისგან დაცვისთვის“, - განაცხადა იეტენმა.

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ამ მომენტისთვის არავითარი ნიშანი არაა იმისა, რომ რუსეთი მზად არის ტერორი შეწყვიტოს უკრაინელების წინააღმდეგ. იეტენის თქმით, რუსეთის ცდილობს გატეხოს უკრაინა, „მისი საბრძოლო სულისკვეთება, საზოგადოება და ეკონომიკა, მაგრამ მას ეს არ გამოუვა უპირველეს ყოვლისა, თავად უკრაინელების არაჩვეულებრივი ძალისა და სიმტკიცის გამო“.

„ჩვენ, როგორც მოკავშირეებს, შემდგომშიც უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენს უწყვეტ მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს“, - განაცხადა იეტენმა.

მან აღნიშნა, რომ ნიდერლანდები ნებისმიერ ძალისხმევას მიესალმება, რომლებსაც შეუძლია ხელი შეუწყოს უკრაინისთვის მყარი და სამართლიანი მშვიდობის მიღწევას.