ბათუმში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახლსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შენობებთან მორიგი აქცია გაიმართა

ბათუმში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახლსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შენობებთან მორიგი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა, სხვადასხვა საპროტესტო გამოსვლებისა და აქციების დროს დაკავებული პირების დროული გათავისუფლება, ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის დაჩქარება და პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის მიზნით, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა.
აქციის მონაწილეებმა შენობების მიმდებარედ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები, ასევე საპროტესტო ტრანსპარანტები გამოფინეს.
შეკრებილების განცხადებით, უწყვეტი პროტესტი, რომელიც უკვე 700 დღეს ითვლის, არ შეწყდება მანამ, სანამ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესები არ აღდგება და მოსახლეობის ნება არ იქნება გათვალისწინებული.

























