გიორგი შარაშიძე - დღეს საზოგადოება ნახავს, როგორ ხუხულასავით ჩამოენგრევა „ოცნებას“ ისედაც აბსურდული, ე.წ. არგუმენტი და რომ რეალური ბრალდება, თითქოს ოდესმე ჩვენს პარტიას კონსტიტუციის რომელიმე მუხლი დაერღვიოს, არ არსებობს

დღეს საზოგადოება პირდაპირ ეთერში ნახავს, როგორ ჩამოეშლება „ქართულ ოცნებას“ თავზე ის აბსურდული სარჩელი და შეთითხნილი ბრალდებები, რაც ჩვენი პოლიტიკური პარტიის მიმართ აქვთ, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის" დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ მათ პარტიას 4 ოქტომბრის მოვლენებთან კავშირს უსაფუძვლოდ აბრალებს, მაშინ როდესაც „გახარია საქართველოსთვის“ იყო ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც ამ პროვოკაციას პირველივე დღიდან გაემიჯნა.
“დღეს საზოგადოება კიდევ ერთხელ ნახავს ჩვენი წარმომადგენლების მხრიდან სამართლებრივი არგუმენტების გამოყენებით, როგორ ჩამოეშლება და ჩამოენგრევა “ოცნებას” თავზე ის აბსურდული სარჩელი და ის შეთითხნილი, მოგონილი, ეგრეთ წოდებული ბრალდებები, რაც არის თითქოს ჩვენი პოლიტიკური პარტიის მიმართ. რომელიც, როგორც მოგეხსენებათ, ბოლოს ხელოვნურად, უარგუმენტოდ დაამატეს ამ სარჩელს. ეს იქნება მორიგი მარცხი, “ოცნებისთვის”, როდესაც საზოგადოება პირდაპირ ეთერში იხილავს მათ აბსოლუტურად ცრუ განზრახვას, თითქოს ამ ქვეყნის გადარჩენისთვის, მათ სიტყვებით რომ ვთქვათ, დემოკრატიის გადარჩენისთვის იბრძვიან. მათ ეს განზრახვა არის უკიდურესად დამაზიანებელი და საშიში ჩვენი ქვეყნისთვის, რომ ამ ქვეყანაში იყოს მხოლოდ და მხოლოდ ერთპარტიული მმართველობა, იყოს დიქტატურა და მხოლოდ ფასადური დემოკრატია, ხელოვნური ოპოზიციური პარტიები, მარიონეტული ოპოზიციური პარტიები.
აბსოლუტურად კონსოლიდირებული აქვს ძალაუფლება, ახლა გადაწყვიტა, რომ ოპოზიციაც თავად დანიშნოს. ერთი მხრივ ქართველ ხალხს აუკრძალოს, მათთვის სასურველი წარმომადგენლებისთვის ხმის მიცემა და მეორე მხრივ, უკიდურეს შემთხვევაში თუ რომელიმე ოპოზიციური პარტიისთვის ხმის მიცემის ნებას დართავს „ოცნება“ ქართველ ხალხს, ისიც თავად უნდა მონიშნოს და თავად უნდა განსაზღვროს თუ რომელ პარტიას ექნება უფლება ზოგადად არჩევნებში მონაწილეობის.
ჩვენი პარტიისთვის მნიშვნელოვანი დღე იქნება. საზოგადოება პირდაპირ ეთერში ნახავს, როგორ ჩამოენგრევა ხუხულასავით „ოცნებას” ის ისედაც აბსურდული სამართლებრივი, ეგრეთ წოდებული არგუმენტი და ყველა კარგად დაინახავს, რომ არანაირი რეალური არგუმენტი და არანაირი რეალური ბრალდება, რომ თითქოს ოდესმე ჩვენს პარტიას არა თუ კონსტიტუციის რომელიმე მუხლი დაერღვიოს არ არსებობს. 4 ოქტომბერში მონაწილეობას და 4 ოქტომბრის გულშემატკივრობას გვაბრალებენ ჩვენ, როდესაც ერთადერთი პოლიტიკური პარტია ვიყავით, რომელიც პირველივე დღიდან გაემიჯნა ამ უპასუხისმგებლო პროვოკაციას.
“ოცნება” უფრო მეტ პროპაგანდას უწევდა 4 ოქტომბერს, თუ გადაავლებთ 4 ოქტომბრის წინა პერიოდის არქივს თვალს. რატომ? იმიტომ, რომ, რა თქმა უნდა, ეს იყო “ოცნების” ინტერესებში, თუ არა საერთოდ მისი დაგეგმილი და პროვოცირებული.
ასე რომ, რა თქმა უნდა, ეს 4 ოქტომბერი უბრალოდ ერთ-ერთი მაგალითია, თუ რამდენად აბსურდულია ეს ეგრეთ წოდებული ბრალდებები ჩვენი პოლიტიკური პარტიის მისამართით”, - განაცხადა შარაშიძემ.

























