ბერდია სიჭინავა - სუვერენიტეტის თვითშეზღუდვაა, რომ ჩორჩანაზე ვინმეს უნდა ვკითხოთ, საპოლიციო საგუშაგოს განვათავსებთ, თუ არა! როგორც პროკურატურა არ ჩასულა ჩორჩანაში, ისე არ მგონია, რომელიმე ეს ბატონი, რომლებიც ჩორჩანაზე წერენ სარჩელში, ნამყოფი იყოს იქ

ბერდია სიჭინავა - სუვერენიტეტის თვითშეზღუდვაა, რომ ჩორჩანაზე ვინმეს უნდა ვკითხოთ, საპოლიციო საგუშაგოს განვათავსებთ, თუ არა! როგორც პროკურატურა არ ჩასულა ჩორჩანაში, ისე არ მგონია, რომელიმე ეს ბატონი, რომლებიც ჩორჩანაზე წერენ სარჩელში, ნამყოფი იყოს იქ

სუვერენიტეტის თვითშეზღუდვაა ის, რომ ჩვენ საოკუპაციო პირობებში, როცა ოკუპირებულია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 22%-მდე, თურმე ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზეც კი, ჩორჩანაზე, ვინმეს უნდა ვკითხოთ საპოლიციო საგუშაგოს განვათავსებთ, თუ არ განვათავსებთ! როგორც პროკურატურა არ ჩასულა სოფელ ჩორჩანაში, ისე არ მგონია, რომ რომელიმე ეს ბატონი, რომლებიც ჩორჩანაზე წერენ საკონსტიტუციო სარჩელში, ნამყოფია იქ, - ეს განცხადება პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა, ბერდია სიჭინავამ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მისამართით საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე გააკეთა.

ბერდია სიჭინავას განცხადებით, „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელში მითითებული ნორმით ხდება რუსეთისთვის აგრესორის როლის შემსუბუქება და გადააზრება.

ბერდია სიჭინავამ პლენუმს მიმართა, ჩორჩანას ნაწილში შეაფასოს ის ქმედება, რომელიც კონსტიტუციურ სარჩელში არის მითითებული და რომელზეც, სხვა ტიპის გადაწყვეტილების მიღებამ შეიძლება პირდაპირი ფორმით დაანგრიოს ქვეყნის სუვერენიტეტი.

„რუსეთი, 2008 წლის შემდეგ აღიარებულია აგრესორ სახელმწიფოდ, რომელსაც პასუხისმგებლობა ეკისრება ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დარღვევაზე, იქ ეფექტური კონტროლის განხორციელებაზე, ფაქტობრივად, ამ გადაწყვეტილებით, ამ კონსტიტუციური სარჩელში მითითებული ნორმით ხდება მისი, როგორც აგრესორის როლის შემსუბუქება და გადააზრება.

მას შემდეგ, რაც გიორგი გახარიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო, არის ასეთი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სააგენტო, რომელსაც მართავს ადგილობრივი KGB, ყოველი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრის წინ აცხადებს, რომ ძირითადი განსახილველი საკითხი არის სოფელ ჩორჩანასთან საპოლიციო საგუშაგოს გატანის საკითხი, მაგრამ ქართული მხარის წარმომადგენლები, როდესაც მორჩება ხოლმე შეხვედრა, რომელსაც სუს-ი ესწრება, საერთოდ ხმას არ იღებენ, რა პრეტენზიები წამოაყენა ეგორ კოჩიევმა საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მხრიდან სოფელ ჩორჩანასთან დაკავშირებით. და, როგორც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში ჟღერდება ასეთი ტიპის დასკვნები - ეგორ კოჩიევი პირდაპირ ამბობს, რომ მიესალმება გახარიას მიმართ დევნის დაწყებას, ზუსტად ანალოგიური ვითარებაა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში. მე არ შევეხები საქმეს, რომლის არსებითი გახილვა ახლაა, მე უბრალოდ ძალიან გთხოვთ, რომ ამ ნაწილში შეაფასოთ ქმედება, რომელიც კონსტიტუციურ სარჩელში არის მითითებული და რომელზეც, სხვა ტიპის გადაწყვეტილების მიღებამ შეიძლება პირდაპირი ფორმით დაანგრიოს ამ ქვეყნის სუვერენიტეტი.

სუვერენიტეტის თვითშეზღუდვაა ის, რომ თითქოს ჩვენ საოკუპაციო პირობებში, როცა ოკუპირებულია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 22%-მდე, თურმე ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზეც კი, ხაშურზე ვსაუბრობ, ჩორჩანაზე, ვინმეს უნდა ვკითხოთ საპოლიციო საგუშაგოს განვათავსებთ, თუ არ განვათავსებთ! როგორც პროკურატურა არ ჩასულა სოფელ ჩორჩანაში, ისე არ მგონია, რომ რომელიმე ეს ბატონი, რომელიც ჩორჩანაზე წერენ საკონსტიტუციო სარჩელში, ნამყოფია იქ. მე პირადად, რამდენჯერმე ვარ ნამყოფი და სოფლის მცხოვრებლები პირდაპირი ფორმით ამბობენ - რომ არა ეს საპოლიციო საგუშაგო, ის სოფელი დღეს იქნებოდა ოკუპირებული და დაცლილი. როგორც კი ამ საპოლიციო საგუშაგოს გაუქმება მოხდება, იმ წამს, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები დაიკავებენ სოფელ ჩორჩანას. ამიტომ, ამ საკითხის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევად წარმოჩენა ვერცერთ კრიტერიუმს ვერ დააკმაყოფილებს - ვერც საერთაშორისო სამართლებრივს“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.