მიხეილ სააკაშვილი - სიცრუეა, თითქოს ივანიშვილი ჩემს დროს ხელფასს უხდიდა პოლიციელებს, ჯარისკაცებს, მთავრობის და პარლამენტის წევრებს, რაც ძალით ავაშენებინეთ იყო საჩხერის სამხედრო ნაწილის შენობა - ურცხვად აგრძელებენ ტყუილების ფრქვევას

მიხეილ სააკაშვილი - სიცრუეა, თითქოს ივანიშვილი ჩემს დროს ხელფასს უხდიდა პოლიციელებს, ჯარისკაცებს, მთავრობის და პარლამენტის წევრებს, რაც ძალით ავაშენებინეთ იყო საჩხერის სამხედრო ნაწილის შენობა - ურცხვად აგრძელებენ ტყუილების ფრქვევას

აბსოლუტური სიცრუეა, თითქოს ივანიშვილი ჩემს დროს ხელფასს უხდიდა პოლიციელებს, ჯარისკაცებს, მთავრობის და პარლამენტის წევრებს, ერთადერთი რაც ძალით ავაშენებინეთ იყო საჩხერის სამხედრო ნაწილის შენობა, რომელიც შეუდარებლად პატარა იყო - 2012 წლიდან 14 წლის შემდეგაც ასე ურცხვად აგრძელებენ ტყუილების ფრქვევას, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, რითაც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმითაც „ივანიშვილი აფინანსებდა პოლიციელების ხელფასებს, მასწავლებლების ხელფასებს და უამრავი სიკეთე აქვს გაკეთებული ჩვენი ქვეყნისათვის“.

როგორც მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს, ბიძინა ივანიშვილი არათუ ხელფასებს იხდიდა, არამედ ერთ-ერთი შეხვედრისას ისიც კი უთხრა, რომ „პატრულისთვის“ არ იყო ამხელა ხელფასი საჭირო და „ისიც საკმარისია, რომ მოწმობა და იარაღი მიეცით და დანარჩენს თვითონაც იშოვიანო“.

„აბსოლუტური სიცრუეა, თითქოს ივანიშვილი ჩემს დროს ხელფასს უხდიდა პოლიციელებს, ჯარისკაცებს, მთავრობის და პარლამენტის წევრებს და ა.შ., უფრო მეტსაც გეტყვით, ჩემთან ერთ-ერთი შეხვედრისას ისიც კი მითხრა, რად გინდათ ამხელა ხელფასი პატრულისთვის, ისიც საკმარისია, რომ მოწმობა და იარაღი მიეცით და დანარჩენს თვითონაც იშოვიანო. ტიპური რუსი ოლიგარქის ლოგიკა და მაშინ ამაზე დავცინე.

ერთადერთი რაც ძალით ავაშენებინეთ იყო საჩხერის სამხედრო ნაწილის შენობა, რომელიც შეუდარებლად პატარა იყო, ჩვენს მიერ ბიუჯეტით აშენებულ, გორის და სენაკის უზარმაზარი სამხედრო ნაწილების ფონზე და ამაზე სულ წუწუნებდა. დანარჩენი არცერთი თეთრი არ დაუხარჯია არც ხელფასებში, არც ეკიპირებაში, არც შენობაში.

ჩვენ კი ვხარჯავდით იმ ფულს, რომელიც ბიუჯეტში გაჩნდა იმის გამო, რომ ერგნეთის შავი ხვრელი დავგმანეთ და მთავრობა აღარ იპარავდა. თორემ რაც ივანიშვილი მოვიდა ჯარს და პოლიციას არცერთი ახალი შენობა არა დამატებია და აი ფული კი უზარმაზარი რაოდენობით მოტეხა ივანიშვილის ბანდამ.

მე უფრო ის მიკვირს, რომ 2012 წლიდან 14 წლის შემდეგაც ასე ურცხვად აგრძელებენ ტყუილების ფრქვევას და ძალიან უცნაური იქნება, თუკი ამას, ვინმე დაიჯერებს“,- წერს სააკაშვილი.