გიორგი კახიანი - მოვისმინეთ გახარიას პარტიის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება და ზედმეტად აგრესიულად იყო განწყობილი - ცდილობენ, შეცდომაში შეიყვანონ საზოგადოება, სასამართლოს ვერ შეიყვანენ შეცდომაში იმიტომ, რომ ჩვენც გვექნება შესაძლებლობა, რომ პასუხები გავცეთ

გიორგი კახიანი - მოვისმინეთ გახარიას პარტიის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება და ზედმეტად აგრესიულად იყო განწყობილი - ცდილობენ, შეცდომაში შეიყვანონ საზოგადოება, სასამართლოს ვერ შეიყვანენ შეცდომაში იმიტომ, რომ ჩვენც გვექნება შესაძლებლობა, რომ პასუხები გავცეთ

დღეს მოვისმინეთ გახარიას პარტიის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება და ზედმეტად აგრესიულად იყო განწყობილი - მანიპულაციებით ცდილობენ შეცდომაში შეიყვანონ საზოგადოება, იმიტომ, რომ აცნობიერებენ რომ მათ გამოსვლას საზოგადოება ისმენს. სასამართლოს ამით შეცდომაში ვერ შეიყვანენ, იმიტომ, რომ ჩვენც გვექნება იმის შესაძლებლობა, რომ შესაბამისი პასუხები გავცეთ,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი კახიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო არაერთხელ მიიღო შენიშვნა.

„დღეს მოვისმინეთ გახარიას პარტიის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება და აშკარად ზედმეტად აგრესიულად იყო განწყობილი. ჩვენ მოვისმინეთ შეურაცხმყოფელი განცხადებები და ამის გამო სასამართლოდან არაერთხელ მიიღო შენიშვნა.

ახსნა-განმარტებების შინაარს რაც შეეხება, ბევრი ტყუილი მოვისმინეთ და ბევრი არასწორი ინფორმაცია გაჟღერდა მის განცხადებაში. მაგალითად, ისაუბრა იმაზე, რომ თითქოს სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ გიორგი გახარიას რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება არ გაუცია. ეს სინამდვილეში არის ტყუილი. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში წერია, რომ მითითება არის სახალხო დამცველის დასკვნაზე, როდესაც სახალხო დამცველი ამბობს, რომ უბრალოდ მე ვერ დავადგინეო, ისევ ვინ გასცა იქ ბრძანებაო.

ასეთი მანიპულაციებით ცდილობენ, შეცდომაში შეიყვანონ საზოგადოება, იმიტომ, რომ აცნობიერებენ რომ მათ გამოსვლას ისმენს საზოგადოება, სასამართლოს ბუნებრივია ამით შეცდომაში ვერ შეიყვანენ, იმიტომ, რომ ჩვენც გვექნება იმის შესაძლებლობა, რომ შესაბამისი პასუხები გავცეთ.

გარდა ამისა ისაუბრეს იმაზე, რომ თითქოს კოალიციები არ არსებობს ადგილობრივებში, არადა რამდენიმე საკრებულოში საზოგადოებას ახსოვს, რომ მათ შექმნეს კოალიციები, ისინი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ქმნიდნენ კოალიციებს, იღებდნენ ერთობლივ გადაწყვეტილებებს“,- აღნიშნა კახიანმა.