ქობულეთში მე-6 კლასელმა თანაკლასელი ბასრი საგნით დაჭრა

ქობულეთში, ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, მე-6 კლასელმა თანაკლასელი ბასრი საგნით მსუბუქად დაჭრა.
არსებული ინფორმაციით, მოზარდს პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწია.
ფაქტის შესახებ ინფორმირებულია ქობულეთის რესურსცენტრი. ინციდენტის სხვა დეტალები უცნობია.

























