მედია - ქალაქ ოლეშკიდან ევაკუირებული მოსახლეობა თვითმფრინავებით ბელარუსში გადაიყვანეს

მედია - ქალაქ ოლეშკიდან ევაკუირებული მოსახლეობა თვითმფრინავებით ბელარუსში გადაიყვანეს

ქალაქ ოლეშკიდან ევაკუირებული მოსახლეობა თვითმფრინავებით ბელარუსში გადაიყვანეს, - ინფორმაციას ბელარუსის სახელმწიფო სააგენტო „ბელტა“ ავრცელებს.

სამი თვითმფრინავი, რომლითაც ხერსონის ოლქის დროებით ოკუპირებული ქალაქის, ოლეშკის მცხოვრებლები ბელარუსში გადაიყვანეს, გომელის აეროპორტში დაეშვა.

ოლეშკის მცხოვრებლები ჯერ ავტობუსით რუსეთის ქალაქ ანაპაში, ხოლო შემდეგ თვითმფრინავებით ბელარუსში გადაიყვანეს.

ოლეშკიდან ევაკუირებულ მოსახლეობას გომელის აეროპორტში სამედიცინო პერსონალი და „წითელი ჯვრის“ მოხალისეები დახვდნენ.

ბელარუსიდან ოლეშკის მცხოვრებლებს უკრაინაში ავტობუსებით გადაიყვანენ.

შეგახსენებთ, პარასკევს საღამოს რუსეთის ომბუდსმენმა, იანა ლანტრატოვამ გამოაცხადა, რომ ოლეშკიში ჰუმანიტარული მისია დასრულდა.