Reuters- გერმანიასა და საფრანგეთში მასშტაბური საპროტესტო აქციებისთვის ემზადებიან

Reuters- გერმანიასა და საფრანგეთში მასშტაბური საპროტესტო აქციებისთვის ემზადებიან

გერმანიასა და საფრანგეთში მასშტაბური საპროტესტო აქციებისთვის ემზადებიან, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ახალგაზრდული მოძრაობა Gen Z regelt-ის ორგანიზებით, დღეს გერმანიის მასშტაბით საპროტესტო აქციები გაიმართება. მოძრაობა სავალდებულო სამხედრო სამსახურს ეწინააღმდეგება და განათლების სფეროში მეტი ინვესტიციის ჩადებას ითხოვს.

ორგანიზატორების განცხადებით, საპროტესტო აქციებში მონაწილეობას 160000-ზე მეტი ადამიანი მიიღებს.

საპროტესტო აქციები 34 ქალაქშია დაგეგმილი, მათ შორის ბერლინში, ფრანკფურტსა და მიუნხენში.

ახალი საპროტესტო აქციებია დაგეგმილი საფრანგეთის ქალაქებშიც.

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ლორან ნუნესმა განაცხადა, რომ დაგეგმილი საპროტესტო აქციების წინ 70000 პოლიციელია მობილიზებული.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 150 დემონსტრაციაა დაგეგმილი.

ცნობისთვის, პარასკევს საღამოს იტალიის ქალაქებში სტუდენტებისა და მუშების მონაწილეობით საპროტესტო აქციები გაიმართა. საპროტესტო აქციებში მონაწილეობა ათიათასობით ადამიანმა მიიღო.

ქალაქ ტურინში პოლიციამ სტუდენტებისა და მემარცხენე აქტივისტების წინააღმდეგ, რომლებიც პრეფექტურის შენობას მიუახლოვდნენ, წყლის ჭავლი გამოიყენა. რომში შეტაკებებისას პოლიციამ 8 ადამიანი დააკავა.

იტალიაში დემონსტრანტები ცხოვრების ხარჯების ზრდას აპროტესტებენ და ხელფასების გაზრდას ითხოვენ. ასევე, საპროტესტო აქციების მონაწილეები სამხედრო ხარჯების გაზრდას ეწინააღმდეგებიან.